x
image
worldsport.ge
ბონეკი: "პოლონეთის ნაკრები ავადაა"

imageყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო პოლონელი ფორვარდი, ამჟამად ქვეყნის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტი ზბიგნევ ბონეკი ამბობს, რომ პოლონეთის ნაკრები არასოდეს ყოფილა ასეთი სუსტი.
პოლონელები შესარჩევ ჯგუფში მეოთხე ადგილზე არიან და მუნდიალზე გასვლის თითქმის არანაირი შანსი არ აქვთ. მათ შინ წააგეს უკრაინასთან (1:3) და მართალია, სან-მარინოს 5:0 აჯობეს, მაგრამ ამას ვინ უყურებს.
ბონეკი: "ვიცი, რომ ავად ვართ. ყველაზე ცუდი ისაა, რომ რეცეპტის მოძებნაც ჭირს. საწყენია, რომ უკრაინასთან მატჩისას 11 შეცვლის უფლება არ გვქონდა, თორემ ყველანი გამოსაცვლელნი იყვნენ. თუმცა ეს სათქმელადაა ადვილი, სამწუხარო რეალობა კი ისაა, რომ სათადარიგოთა სკამიდანაც არ ველოდით გაძლიერებას".

"იუვენტუსის" ექსთავდამსხმელი ამბობს, რომ ნაკრების მწვრთნელი ვალდემარ ფორნალიკი პოსტზე მუშაობას გააგრძელებს, მაგრამ ამავდროულად, გვირაბის ბოლოს შუქის დანახვა სურს.

"მინდა, იმედი დავინახო. ფორნალიკს დროს ვაძლევთ, რათა ნაკრები სასურველი მიმართულებით წაიყვანოს. პოლონეთს ჰყავს კარგი ახალგაზრდები, თუმცა მათგან გუნდი ვერ კეთდება. უკვე 4 წელია, ნაკრებს ერთი მატჩიც არ მოუგია სერიოზულ მეტოქესთან. სამწუხაროდ, ასეთი სუსტი ნაკრები პოლონეთის ისტორიას არ ახსოვს".


წყარო: www.worldsport.ge

0
17
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0