x
image
worldsport.ge
ჩეხებმა პრესტიჟის გოლიღა დაგვანებეს

imageსაქართველოს ფუტსალის ნაკრებმა 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის ძირითადი რაუნდი მძიმე მარცხით გახსნა. მე-6 შესარჩევი ჯგუფის საწყის შეხვედრაში ქართველი ფეხბურთელები ჩეხეთს დაუპირისპირდნენ და 1:4 წააგეს.
ავთანდილ ასათიანის შეგირდებმა პირველი ტაიმი 0:1 დათმეს, მეორე ნახევარში კი მეტოქის უპირატესობა კიდევ უფრო აშკარა გახდა და ჩეხები 4:0 დაწინაურდნენ. ერთადერთი, რაც ჩვენმა გუნდმა მოახერხა, ის იყო, რომ ბოლო წუთზე არჩილ სებისკვერაძემ პრესტიჟის გოლი შეაგდო.
ტურნირის მასპინძელმა ჰოლანდიამ ბელარუსს 2:1 სძლია და ჩეხების დარად 3 ქულა მოაგროვა. დღეს, როტერდამის “ტოპსპორტცენტრუმში” მიმდინარე შეჯიბრზე მე-2 დღის შეხვედრები გაიმართება. თავდაპირველად, მოედანზე ბელარუსი და ჩეხეთი გავლენ, შემდეგ კი ჰოლანდიის და საქართველოს ნაკრებები ითამაშებენ.

შეგახსენებთ, რომ შვიდი შესარჩევი ჯგუფის გამარჯვებულები ევროპირველობის ფინალურ ეტაპზე პირდაპირ გადიან (იქ, მათ მასპინძელი ბელგია დახვდება), მეორეადგილოსნები და საუკეთესო მესამეადგილოსანი კი კიდევ 4 საგზურისთვის პლეი ოფში იბრძოლებენ.


წყარო: www.worldsport.ge

0
129
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
129
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0