x
image
worldsport.ge
ფერგიუსონი: “გიგზი ერთ სეზონს კიდევ ითამაშებს”

image“მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცი ალექს ფერგიუსონი დარწმუნებულია, რომ უელსელი ვეტერანი რაიან გიგზი კარიერას ჯერ არ დაასრულებს: “რაიანი უნიკალური ფეხბურთელია. მას არასოდეს ჰქონია ზედმეტი წონა, არ გაუცდენია ვარჯიშები, სეზონისწინა შეკრებებზე ყოველთვის მუყაითად ირჯებოდა, - უთხრა ფერგიუსონმა Daily Mail-ს, - დარწმუნებული ვარ, ის 41 წლისაც შეძლებს უმაღლეს დონეზე თამაშს. ერთ სეზონს ნაღდად ითამაშებს, შესაძლოა, ორსაც. ვინ იცის...”
შეგახსენებთ, რომ გიგზი “მანჩესტერში” 1990 წლიდან გამოდის და ნათამაშები მატჩების რაოდენობით კლუბის რეკორდსმენია. მან ინგლისის პრემიერლიგის ოცივე გათამაშებაში (1992/93 – 2012/13) მოახერხა გოლის გატანა. ასეთი რამ სხვას ვერავის მოუხერხებია.
წყარო: www.worldsport.ge

0
16
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0