ქალი და მამაკაცი ჯამბურიამ ყოფილი ქმარი ციხეში გაუშვა, თვითონ კი ახალ მამაკაცს ეხუტება 2013, 27 მარტი, 0:18 თიკა ჯამბურია ისევ ყურადღების ცენტრშია იმის მიუხედავად, რომ
უკვე დიდი ხანია სცენაზე აღარ გამოჩენილა. ხალხმაც თითქოს მიივიწყა, მაგრამ "ახალი ხმის" დაწყებისთანავე შეგვახსენა თავი. თიკა პოპულარული რომ გახდა, ჯერ კიდევ სულ პატარა იყო. პირველად პოპულარობა კი მოიპოვა სიმღერით "ჯეირანი". მალე ამავე სახელწოდების კლიპიც გადაიღეს და ისე ლამაზი გამოვიდა, ხალხს დღესაც ახსენებს თავს. ამ კლიპში თიკა სულ ცხრა წლის იყო. ამას მოჰყვა დათო ხუჯაძესთან ერთად გადაღებული კლიპი "ცისარტყელები", რის შემდეგაც თიკას კარიერისთვის აღარ უზრუნია. მთელი დრო პირად ცხოვრებას დაუთმო, მაგრამ შვიდწლიანი სიყვარული ბექა ხოფერიასთან, დაშორებით დამთავრდა. თიკა 19 წლის გათხოვდა. ცოლ-ქმარმა ბავშვის დაბადების შემდეგ მხოლოდ ერთი თვე იცხოვრა ერთად. ბექამ თიკა და ერთი თვის ქალიშვილი წყნეთში გაუშვა დასასვენებლად, თვითონ კი საყვარელთან ერთად ბათუმში ერთობოდა. სწორედ ეს გახდა მათი დაშორების მიზეზიც. ახლა თიკას ქალიშვილი ნინა წლისა და შვიდი თვისაა და ძალიან უხარია როცა დედიკოს ტელევიზორში ხედავს. თიკა ამბობს, რომ ნინა მამას ჰგავს, მაგრამ კარგად მღერის და იმედი აქვს, რომ სიმღერის ნიჭი დედიგან ერგო. ბექა მალე ახალი ოჯახის შექმნას აპირებს. როგორც ჩანს თიკას გულშიც დაიდო ვიღაცამ ბინა. ერთ-ერთი გამოსვლის შემდეგ ყველამ დაინახა, როგორ გამოსახა ხელებით გული. თიკა ამბობს, რომ ეს გული ბექას არ ეკუთვნის. როგორც ჩანს მას ახალი სიყვარულის ეშინია, რადგან უნდა, რომ თავის თავში კარგად გაერკვეს. ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას აღარ აპირებს. გვერდით ისეთი ადამიანი სჭირდება, ვისაც დაეყრდნობა და ვისი იმედიც ექნება. თიკას ფეისბუქზეც გამოჩნდა ახალი სურათები, სადაც ის ახალგაზრდა მამაკაცთანაა გადაღებული. სავარაუდოდ ახალ შეყვარებულთან. ალბათ მას ეკუთვნის კიდეც თიკას მიერ გამოსახული გული. ცხოვრება გრძელდება და თიკასაც ბედნიერება ვუსურვოთ. თიკა და ბექა. 166 7-ს მოსწონს
|