x
image
ეკა.
ეს საინტერესოა!
ევროპული ანალოგი

112 საერთო ევროპული SOS ნომერია, რომელიც ევროკავშირის ყველა ქვეყანაში ფუნქციონირებს. 112 საერთო ევროპულ SOS ნომრად ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით, ოფიციალურად 1991 წლის 29 ივლისს გამოცხადდა. თუმცა აღნიშნული კომბინაციის საერთო SOS ნომრად გამოცხადების შესახებ, ევროპის საფოსტო და ტელეკომუნიკაციების ადმინისტრაციამ (CEPT) რეკომენდაციები ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში, კერძოდ 1972 წელს მისცა ევროპას. ევროკავშირის გადაწყვეტილებით, 2014 წლიდან, ევროკავშირის ყველა ქვეყანაში, 112-ის, როგორც ერთიანი უნიკალური SOS ნომრის გამოცხადება სავალდებულო ხდება. 2009 წლიდან 11 თებერვალი 112-ის ოფიციალურ დღედ გამოცხადდა.


ამერიკული ანალოგი

9-1-1 საერთო SOS ნომერია ჩრდილოეთ ამერიკის მასშტაბით და ის 1968 წლიდან არსებობს. ნომერი პოპულარული XX საუკუნის 70-იანი წლებიდან გახდა და 1972 წლიდან კანადაშიც გავრცელდა. მომდევნო წლებში, ეტაპობრივად 9-1-1 მა სრულიად ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტი მოიცვა. 9-1-1-ზე დაკავშირება შესაძლებელია, როგორც მობილური ასევე ფიქსირებული ტელეფონებიდან.



112 ფუნქციონირებს ყოველდღე 24 საათის განმავლობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით.

112-ზე დარეკვა შესაძლებელია საქართველოში მოქმედი ყველა ფიქსირებული და მობილური სატელეფონო ქსელიდან.

112-ზე დარეკვა შესაძლებელია, მაშინაც კი თუ ტელეფონი ორმხრივად არის გათიშული ან მასში სიმ-ბარათი არ დევს.

112-ზე ზარის განხორციელება უფასოა.


სახანძრო-სამაშველო სამსახური –112

საპატრულო პოლიცია –112

სასწრაფო-სამედიცინო დახმარება –112

0
19
4-ს მოსწონს
ავტორი:ეკა.
ეკა.
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0