სხვა რიცხვი 13 და 2013 წელი 2013, 21 მარტი, 10:37
რიცხვი 13-ის უიღბლობა გავრცელებულია არა მხოლოდ მსოფლიოს რომელიმე ერთ წერტილში, არამედ სხვადასხვა გეოგრაფიული მდებარეობის ადგილებში, თუმცა შეიძლება იგი სხვადასხვაგვარად იქნას მიღებული სხვადასხვა ქვეყანაში.ასე მაგალითად, გერმანიაში, საფრანგეთში, ავსტრიასა და შვეიცარიაში სკეპტიკურად უყურებენ 13 რიცხვს პარასკევ დღეს. ხოლო საბერძნეთსა და კვიპროსში სახიფათოდაა მიჩნეული სამშაბათი დღის 13 რიცხვი.ცნობისათვის, 2013 წელს 13 რიცხვი პარასკევ დღეს დაემთხვევა 2-ჯერ, სექტემბერსა და დეკემბერში. რიცხვ 13-ს ზოგიერთ ქვეყანაში ბედნიერების მომტანადაც მიიჩნევენ.მაგალითად, ჩინურად 2013 დაახლოებით ისე გამოითქმის, როგორც “მიყვარხარ მთელი არსებით".ამიტომ იქ 2013 წლის 13 იანვარი ითვლებოდა საუკეთესო თარიღად ქორწინებისათვის, როგორც ორმაგი 13-ის შემცველი. ყველაფერი კი მაინც იმაზეა დამოკიდებული, თუ რას ვირწმუნებთ და რას არა. 44 5-ს მოსწონს
|