x
image
კატაპულტი
რიცხვი 13 და 2013 წელი

imageმსოფლიოს მრავალ ქვეყანაში რიცხვ 13-ს ცუდი რეპუტაცია აქვს.სტატისტიკურად, სასტუმროში დაბინავებისას იშვიათად იღებენ ოთახს ნომრით 13.თუ აღნიშნული რიცხვი პარასკევ დღეს დაემთხვა, ზოგიერთი ადამიანი სახლიდან საერთოდ არ გადის. რიცხვ 13-თან ბევრი ამაღელვებელი და საშიში ისტორიაა დაკავშირებული.მათემატიკოსები, მისტიკოსები და ცრუმორწმუნეები შეშფოთებულნი ელოდებიან როდის ჩაივლის 2013 წელი.მათ სჯერათ, რომ ეს წელიწადი დაძაბული, სახიფათო და ზოგადად უარყოფითი იქნება.ისინი ირწმუნებიან, რომ ეს მოსაზრება სულაც არაა ცრურწმენა, ეს სუფთა მათემატიკური გამოთვლებია. თუმცა, საპირისპიროს ამტკიცებენ ფსიქოლოგები, ისინი აცხადებენ, რომ მსგავსი მოსაზრებები შექმნილია ერთეული ადამიანებისაგან, რომლებმაც საკუთარი თავი ან სხვა ადამიანები დაარწმუნეს გარკვეული რიცხვების მნიშვნელობაზე, რამაც დროთა განმავლობაში განვრცობა ჰპოვა და დღესდღეობით საკმაოდ ბევრს სჯერა ამის.

რიცხვი 13-ის უიღბლობა გავრცელებულია არა მხოლოდ მსოფლიოს რომელიმე ერთ წერტილში, არამედ სხვადასხვა გეოგრაფიული მდებარეობის ადგილებში, თუმცა შეიძლება იგი სხვადასხვაგვარად იქნას მიღებული სხვადასხვა ქვეყანაში.ასე მაგალითად, გერმანიაში, საფრანგეთში, ავსტრიასა და შვეიცარიაში სკეპტიკურად უყურებენ 13 რიცხვს პარასკევ დღეს. ხოლო საბერძნეთსა და კვიპროსში სახიფათოდაა მიჩნეული სამშაბათი დღის 13 რიცხვი.ცნობისათვის, 2013 წელს 13 რიცხვი პარასკევ დღეს დაემთხვევა 2-ჯერ, სექტემბერსა და დეკემბერში.

რიცხვ 13-ს ზოგიერთ ქვეყანაში ბედნიერების მომტანადაც მიიჩნევენ.მაგალითად, ჩინურად 2013 დაახლოებით ისე გამოითქმის, როგორც “მიყვარხარ მთელი არსებით".ამიტომ იქ 2013 წლის 13 იანვარი ითვლებოდა საუკეთესო თარიღად ქორწინებისათვის, როგორც ორმაგი 13-ის შემცველი.

ყველაფერი კი მაინც იმაზეა დამოკიდებული, თუ რას ვირწმუნებთ და რას არა.

0
44
5-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0