x
image
ვიზა კოხაძე
შეძლებს თუ არა " ნაციონალური მოძრაობა" საზოგადოებაში სახის შენარჩუნებას?
image
სამთვიანი ცხარე დებატების, ურთიერთბრალდებების და საზოგადოების მოლოდინის შემდეგ დღეს 19 მარტს "ნაც.მოძრაობის" ანუ საპარლამენტო უმცირესობის წევრების სხდომა გაიმართა, სადაც იმსჯელეს 21 მარტს ჩანიშნულ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე განსახილველ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე-საკონსტიტუციო ცვლილებებზე.

არა ერთმა სატელევიზიო არხმა გააშუქა დღეს პარლამენტში მიმდინარე პროცესები და განცხადებები გაკეთდა როგორც უმცირესობის, ასევე ხელისუფლების ლიდერების მხრიდან.

როგორც უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს ოპოზიციის მოთხოვნა მხოლოდ და მხოლოდ თანამშრომლობაა

ხელისუფლებასთან.მათ არა ერთ კანონპროექტს დაუჭირეს მხარი მთელი ამ ხნის მანძილზე და -"სწორედ ეს არის ჩვენი პოლიტიკური ღირსება"- აცხადებს მიხეილ მაჭავარიანი.image


უმცირესობის ლიდერს შეახსენეს პრემიერ-მინისტრის განცხადება საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით, სადაც პრემიერი აცხადებს:-"ვინც ამ ცვლილებას მხარს დაუჭერს ოპოზიციიდან, ის საზოგადოებაში სახეს შეინარჩუნებს", რაზეც პასუხი მზად ჰქონდა მას და თქვა, რომ უმცირესობა სწორედ ასეთი რიტორიკის, დაშინების, ხელების გადაგრეხის და დამცირების წინააღმდეგია: - "არ შეიძლება ქართულ პოლიტიკაში გადაწყვეტილებები მიიღო ხელების გადაგრეხვითა და დამცირებით.ყველაფერს აქვს თავისი ფორმა, მათ შორის დიალოგსაც.ჩვენ გადაწყვეტილებას მივიღებთ ყოველგვარი ვაჭრობის გარეშე"-აცხადებს მიხეილ მაჭავარიანი.

განცხადებები გააკეთა უმრავლესობის ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა, რომელმაც პრემიერის სიტყვები მოიშველია და მოუწოდა პოლიტიკურ ოპონენტებს-" სახის შენარჩუნებისთვის "საკონსტიტუციო ცვლილებები კონსესუსით გაიტანონ..image

უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის თქმით, არავითარ აუცილებლობას არ წარმოადგენს "ნაც.მოძრაობამ"სრულად მისცეს ხმა საკონსტიტუციო ცლილებებს, რადგან ეს იქნება ერთგვარი წყალგამყოფი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის და მას სურვილიც არა აქვს ნავში ის პოლიტიკური ოპონენტები მოხვდნენ, რომლებმაც დაღუპეს ქვეყანა.image

შეინარჩუნებს თუ არა უმცირესობა საზოგადოებაში სახეს, გახდება თუ არა 21 მარტის პარლამენტის სხდომა წყალგამყოფი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის?

ამ კითხვებზე პასუხი გაცემულია, რაც კარგად გამოიკვეთა დავით ბაქრაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებში.უმცირესობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ისინი მხარს დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმების ზუსტად იმ რაოდენობით, რამდენიც დააკლდებათ კენჭისყრაზე.ბაქრაძემ განაცხადა:-"ნებისმიერ გადაწყვეტილებას განსაზღვრავს ყოველთვის გადაწყვეტილების შინაარსი და ფორმა.შინაარსში ვგულისხმობ, თუ "ნაც.მოძრაობა" ხელს უშლის ხელისუფლებას მუშაობაში და ამ პუნქტის ჩაწერა კონსტიტუციაში ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ თანახმა ვართ მხარი დავუჭიროთ ცვლილებას...რაც შეეხება ფორმას, ხვალ ოპოზიცია სარეიტინგო კენჭისყრას მოითხოვს, რომ ადგილი არ ჰქონდეს მომავალში დამცირებას, ოპოზიციის დაკნინების მცდელობას, დაშინებას და რიტორიკული ტონით საუბარს."განაცხადა უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

შეთანხმება ნაწილობრივ მიღწეულია, თუმცა რას გადაწყვეტს ხვალინდელი დღე, არავინ იცის, გარდა ერთისა, რომ წინ კიდევ ორი დაძაბული დღე გველოდება და საბოლოოდ 21 მარტს დასრულდება საკითხი პრეზიდენტის უფლებამოსილების შესუსტების ან არსებულის ძალაში დარჩენის შესახებ.image

4
22
18-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
22
  
2013, 20 მარტი, 1:54
მთელი დღეა ამას ველოდი.გმადლობთ.მიშას სურათი სტატიის ქვემოთ ამიტომაა სწორედ.(სანთლებით).
2013, 20 მარტი, 1:37
ლოცვა უშველიტ ვითომ ამათ?
2013, 20 მარტი, 1:35
"შეძლებს თუ არა " ნაციონალური მოძრაობა" საზოგადოებაში სახის შენარჩუნებას"

რომელი სახის? ჩემი აზრით, სახე დიდი ხანია დაკარგული აქვთ

სტატია მომეწონა!
0 1 4