საქართველო შეძლებს თუ არა " ნაციონალური მოძრაობა" საზოგადოებაში სახის შენარჩუნებას? 2013, 20 მარტი, 1:26 ![]() სამთვიანი ცხარე დებატების, ურთიერთბრალდებების და საზოგადოების მოლოდინის შემდეგ დღეს 19 მარტს "ნაც.მოძრაობის" ანუ საპარლამენტო უმცირესობის წევრების სხდომა გაიმართა, სადაც იმსჯელეს 21 მარტს ჩანიშნულ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე განსახილველ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე-საკონსტიტუციო ცვლილებებზე. არა ერთმა სატელევიზიო არხმა გააშუქა დღეს პარლამენტში მიმდინარე პროცესები და განცხადებები გაკეთდა როგორც უმცირესობის, ასევე ხელისუფლების ლიდერების მხრიდან. როგორც უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს ოპოზიციის მოთხოვნა მხოლოდ და მხოლოდ თანამშრომლობაა ხელისუფლებასთან.მათ არა ერთ კანონპროექტს დაუჭირეს მხარი მთელი ამ ხნის მანძილზე და -"სწორედ ეს არის ჩვენი პოლიტიკური ღირსება"- აცხადებს მიხეილ მაჭავარიანი. ![]() უმცირესობის ლიდერს შეახსენეს პრემიერ-მინისტრის განცხადება საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით, სადაც პრემიერი აცხადებს:-"ვინც ამ ცვლილებას მხარს დაუჭერს ოპოზიციიდან, ის საზოგადოებაში სახეს შეინარჩუნებს", რაზეც პასუხი მზად ჰქონდა მას და თქვა, რომ უმცირესობა სწორედ ასეთი რიტორიკის, დაშინების, ხელების გადაგრეხის და დამცირების წინააღმდეგია: - "არ შეიძლება ქართულ პოლიტიკაში გადაწყვეტილებები მიიღო ხელების გადაგრეხვითა და დამცირებით.ყველაფერს აქვს თავისი ფორმა, მათ შორის დიალოგსაც.ჩვენ გადაწყვეტილებას მივიღებთ ყოველგვარი ვაჭრობის გარეშე"-აცხადებს მიხეილ მაჭავარიანი. განცხადებები გააკეთა უმრავლესობის ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა, რომელმაც პრემიერის სიტყვები მოიშველია და მოუწოდა პოლიტიკურ ოპონენტებს-" სახის შენარჩუნებისთვის "საკონსტიტუციო ცვლილებები კონსესუსით გაიტანონ.. ![]() ![]() ![]() 22 18-ს მოსწონს 3-ს არა |
რომელი სახის? ჩემი აზრით, სახე დიდი ხანია დაკარგული აქვთ
სტატია მომეწონა!