საქართველო "პასუხის პასუხი' ევროპის სახალხო პარტიის 23 დეპუტატს -ე.წ.წერილების ომი ქართულ პოლიტიკაში 2013, 17 მარტი, 21:25 დღეს საზოგადოებისთვის "ინტერპრესნიუსის" საშუალებით ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ "პასუხის პასუხის პასუხი "გაუგზავნა ევროპის სახალხო პარტიის წევრებს.ალბად საკმარისი არ იყო ჯერ პარლამენტის თავმჯდომარის, შემდეგ პრემიერ-მინისტრის მიერ მომზადებული და გაგზავნილი ღია წერილები ევროპელი კოლეგების სახელზე. ეს არის მრავალგვერდიანი მემორანდუმი, სადაც საუბარია იმ დაუმსახურებელ შენიშვნებზე, რომელსაც ახალი ხელისუფლების მიმართ გამოთქვამს თავის დეკლარაციაში ევროპის სახალხო პარტია. როგორც ზემოთ აღვნიშნე, მემორანდუმი ანუ "პასუხის პასუხი"მრავალგვერდიანია, ამიტომ ციტირებას ვახდენ მხოლოდ ბოლო ნაწილზე, სადაც საუბარია პრეზიდენტ სააკაშვილის უამრავ ფუფუნებაზე.წერილში ვკითხულობთ: "-თუ კონკრეტული ფაქტებია საჭირო დასკვნების გასაკეთებლად, ეს ფაქტები სახეზეა.-ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღატაკეში ცხოვრობს, პრეზიდენტი თავს უფლებას აძლევს ფუფუნებაში იცხოვროს.მას აქვს 8 მოქმედი რეზიდენცია, ემსახურება 3500-კაციანი დაცვა და უძვირესი, განსაკუთრებულად კომფორტული თვითმფრინავები.უამრავი ფაქტი იყო ასახული ღია წერილში, რომლითაც პრემიერმა ევროპის სახალხო პარტიას მიმართა. ეს არის ფაქტები და თუ მაინც ჭირს ევროპიდან ამ ფაქტების დანახვა, გთხოვთ ჩამობრძანდეთ და ამაში თავად დარწმუნდეთ." ქართველი ერი ყოველთვის ვამაყობდით ჩვენი ისტორიული წარსულით, ჩვენი "თერგდალეულებით"(მათაც კი არ უგზავნიათ ამდენი პასუხის პასუხი), ვამაყობდით ჩვენი გონიერი და ნიჭიერი წინაპრებით, მაგრამ როგორც ჩანს საქართველოს ღირსეულმა წარსულმა მაინც ვერ გაგვზარდა ისეთები, როგორიც გვეკადრება. სულ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ სოციალურ ქსელში გავრცელდა სრული ვერსია საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროპის სახალხო პარტიის მიმართ გაგზავნილი მემორანდუმისა, რომელმაც ქართველებს შორის სიძულვილი კიდევ უფრო გააღვივა, რაც კომენტარებში გამოიხატა. იმედი მაქვს გაზაფხული, რომელიც მეცნიერების კვლევით უარყოფითად მოქმედებს ადამიანების ფსიქიკაზე, მარტის თვესავით მოულოდნელობებით არ გაგვაოცებს. 24 16-ს მოსწონს 1-ს არა
|