x
image
ვიზა კოხაძე
პრემიერი თანაგუნდელებს პროფესიონალიზმს უწუნებს
image

ორიოდე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონული ტელევიზიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

იმდენად საინტერესო ფორმატით წარიმართა შეხვედრა, თითქმის 4 საათი მიმდინარეობდა.რეგიონალური ტელევიზიისა და პრესის წარმომადგენლები თავიანთ რაიონებში არსებულ პრობლემურ საკითხებზე უსვამდნენ შეკითხვებს პრემიერ-მინისტრს.image
image
image


image

საზოგადოებისათვის და მკითხველისთვის ყველაზე საინტერესო მაინც პარლამენტის თავმჯდომარეზე გაკეთებული განცხადებებია, რომელიც სამ ოლქში ჩასატარებელ შუალედური არჩევნების საკითხს შეეხებოდა.image

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თქვა:-"პარლამენტის თავმჯდომარე უსუფაშვილი ყოველდღე მახსენებს, რომ არ დავუშვათ და ცნობილი მსახიობები ან მომღერლები არ შევიყვანოთ პარლამენტში, ჩვენ გვჭირდება კანონზე მომუშავე კოლეგები...."image


როგორც ირკვევა, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს მართლაც გაუჭირდა მცირერიცხოვანი იურისტებით ხელმძღვანელობა და ამიტომაც ითხოვს კბილაშვილ-წულუკიანის ჩანაცვლება კარგი იურისტებით მოხდეს და არა მსახიობებითა და მომღერლებით.

კულუარებში ამბობენ, რომ პრემიერმა უვიცი თანაგუნდელი დეპუტატების ერთი ყველაზე სუსტი ნაწილი დაიბარა და "კანონის"სწავლა მოსთხოვა.კარგი იქნებოდა მათ ამის შეხსენება პრემიერისგან არ დასჭირვებოდათ და ყოფილი ხელისუფლების წევრებისგან ასეთი განცხადებები არ მოგვესმინა.თუმცა გარდამავალი პერიოდია და იმედს ვიტოვებ, ყველაფერი კარგად იქნება და ქვეყანა დალაგდება დროულად.image

3
19
14-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
19
  
2013, 17 მარტი, 11:55
”კბილაშვილ-წულუკიანის ჩანაცვლება ”-სხვა კონტექსტში წავიკითხე ეს პასაჟი. მართალი ბრძანდებით, ბოდიში
2013, 17 მარტი, 10:25
”კბილაშვილ-წულუკიანის ჩანაცვლება ”-არა მგონია, საქმე აქამდე მივიდეს
0 1 3