სხვა "უკაცრავად და ბევრი თავგაცხელებული ადამიანისაგან მოგისმენიათ-მოსამართლეები უნდა დავსაჯოთო. მოსამართლეების დასჯა ვერ მოხდება"- აცხადებს კოტე კუბლაშვილი . 2013, 16 მარტი, 21:28 ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა თითქოს იმედი მისცა საზოგადოებას ყბადაღებული კოჰაბიტაციის მიმართულებით. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი, რომლის ნიჭიერებასა და პროფესიონალიზმში თავად პრემიერსაც არ ეპარება ეჭვი, მოსალოდნელ სამოქალაქო დაპირისპირებაზე საუბრობს. დღეს მან საკმაოდ ვრცელი განცხადებები გააკეთა.იგი შეეხო მოსამართლეების საკითხსაც. მისი განმარტებით, თუ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის უფლებები გაფართოვდება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის სამართლებრივ სტაბილურობას და მოხდება უკვე დასრულებული საქმეების თავიდან გადახედვა და ეჭვქვეშ დადგება სხვადასხვა მოქალაქის ქონების საკითხი, სწორედ ეს გარემოებები შექმნის სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს.მისი განმარტებით -"თუ სხვადასხვა ადამიანისათვის მიკუთვნებული საკუთრება, ქონება დადგება ეჭვის ქვეშ, ამან შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირება გამოიწვიოს, რადგან საქმე ეხება დემოკრატიული საზოგადოების ისეთ ქვაკუთხედს, როგორიცაა საკუთრების უფლება". იუსტიციის მინისტრისა და სამინისტროს მიერ წარმოდგენილი პროექტი ხარვეზების დამდგენი კომისიის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს 2004 წლიდან 2012 წლის ჩათვლით სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გადამოწმებას, რომელიც პირდაპირ უკავშირდება მოსამართლეების საქმიანობას, მიუღებელი აღმოჩნდა მოსამართლეთა ერთი ნაწილისათვის და თავად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისთვისაც. "მოსამართლეების დასჯა ვერ მოხდება და კარგია, რომ ამას იუსტიციის მინისტრიც აფიქსირებს.უკაცრავად და ბევრი თავგაცხელებული ადამიანისაგან მოგისმენიათ, რომ ესა და ეს მოსამართლე უნდა დავსაჯოთო.იმედი მაქვს ადეკვატურად შეხედავენ პროცესებს ...." -ამბობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. კოტე კუბლაშვილის თქმით, მათ შესთავაზეს იუსტიციის მინისტრს, რომ არ მოხდეს მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის დასმა და შესაბამისი გარანტიით კანონპროექტში ჩაწერას ითხოვს. იუსტიციის მინისტრი დღევანდელ შეხვედრას ისტორიულ ფაქტს უწოდებს და განმარტავს, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა მართლაც რომ ისტორიული მოვლენაა. 30 12-ს მოსწონს 1-ს არა |
მოსამართლეებზე ზრუნავს და შესაბამისად იცავს კიდეც ათასობით თავის კოლეგას.