x
image
ვიზა კოხაძე
მერამდენედ გახდა თავდაცვის მინისტრი თავდასხმის ობიექტი???
image
image
თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიაზე თავდასხმა უკვე ვეღარც კი ვითვლით მერამდენედ ხორციელდება.თავდასხმის ობიექტი ის ჯერ კიდევ თებერვლის თვეში გახდა, როცა ევროპაში ოფიციალურად დაგეგმილ შეხვედრებზე ორი დღით ადრე დაეთხოვა პრემიერს და მოულოდნელად დუბაიში აღმოჩნდა "ნაც.მოძრაობის"ცნობილი სახეების მეუღლეთა გარემოცვაში.როგორც სხვადასხვა წყაროები გვაუწყებენ, თავდაცვის მინისტრი დუბაიში თითქოს სააკაშვილსაც შეხვდა, რაც შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ქვეყნის პირველ პირებს და უარყოფითმა რეაქციამაც პრემიერის მხრიდან არ

დააყოვნა.ინფორმაციის გაჟონვიდან სულ მოკლე დროში სასწრაფოდ იქნა მიღებული სადამსჯელო ზომები და ირაკლი ალასანია დასჯის მიზნით გათავისუფლებული იქნა ვიცე-პრემიერის თანამდებობიდან.

არაადეკვატურად აფასებენ ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები პრემიერის მიერ გაკეთებულ არაერთ განცხადებას თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიაზე. "ნაც.მოძრაობის"აქტიური სახე ჩიორა თაქთაქიშვილი აცხადებს:"პრემიერი ივანიშვილი იმის გარჩევით არის დაკავებული, ვინ ვისთან და სად დადის."...

ალასანიას აღმოსავლურ ვოიაჟზე პრემიერმა პრესკონფერენციაზეც კი იხუმრა და თანაგუნდელებს ოჯახის სიწმინდის პრიორიტეტები შეახსენა თავის გამოსვლაში.


ალასანიას ირგვლის ატეხილი სკანდალი ჯერ კიდევ არ ჰქონდა საზოგადოებას მივიწყებული, რომ ახალი ბრალდებები გაისმა მისი მისამართით.ამჯერად კი თავდასხმა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა განახორციელა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში., სადაც მან ბრალი დასდო ალასანიას უწყებას უკანონო მოსმენებში, კონკრეტულად თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ დეპარტამენტს, რომელიც ვირუსებს აგზავნიდა ოქრუაშვილის კომპიუტერზე და ასე ახერხებდნენ მის მოსმენებს.

როგორ დასრულდება ირაკლი ალასანიას გარშემო ატეხილი მითქმა-მოთქმა, გააგრძელებენ თუ შეწყვეტენ მის წინააღმდეგ დაწყებულ პოლიტიკურ ომს მისივე თანაგუნდელები, გამოყენებული იქნება თუ არა მის მიმართ კიდევ რაიმე სახის სადამსჯელო ოპერაცია?სწორედ ეს არის ის კითხვები, რომელიც საზოგადოებას დაუგროვდა ბოლოდროს განვითარებული პროცესების ირგვლივ.

imageimage

3
205
14-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
205
  
2013, 18 მარტი, 1:23
გეთანხმებით და მინდა გითხრათ რომ ალასანიას დიდ პატივს ვცემ.ის ღირსეული მამის შვილია ვერც ერთი მტერი ვერ მოერევა.
2013, 18 მარტი, 0:59
."ამჯერად კი თავდასხმა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა განახორციელა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში., სადაც მან ბრალი დასდო ალასანიას უწყებას"

ქალბატონო ვიზა, ჩემი აზრით, ირაკლი ოქრუაშვილის მხრიდან "თავდასხმა" ირაკლის პოზიციებს ვერ შეარყრვს, პირიქით, მის წისქვილზე დაასხავს წყალს
0 1 3