სამარხვო კერძები ყველაზე მარტივი და ყველაზე გემრიელი სამარხვო ნამცხვარი 2014, 11 მარტი, 12:38 ნამცხვრის მოსამზადებლად საჭიროა შემდეგი დასახელების ინგრედიენტები:
4 ჩ/ჭ გახეხილი ვაშლი - ანტონოვკა"
4 ჩ/ჭ შაქარი"
4 ს/კოვზი თაფლი:
1 ჩ/ჭ მცენარეული ზეთი: 2 ჩ/ჭ დაჭრილი ნიგოზი: 1 ჩ/ჭ ქიშმიში: ფქვილი, რასაც შეიზელს, ვანილი და სოდა ძმრით. მომზადების პროცედურა ასეთია: წინასწარ მომზადებულ გახეხილ ანტონოვკას შევურიოთ 4 ჩ/ჭ შაქარი, ზემოთ მოცემული რაოდენობის თაფლი. მცენარეული ზეთი. დაჭრილი ნიგოზი, ქიშმიში და პურის ფქვილი იმ რაოდენობით, რომ მივიღოთ არაჟნის სისქის ცომი. მივცეთ 1 ჩ/კოვზი სოდა ძმრით და ვანილი. ფორმას, რაშიც უნდა ჩავასხათ მიღებული მასა, ძირზე და გვერდებზე კარგად უნდა წავუსვათ სამარხვო მარგარინი ან კარაქი და მოვაყაროთ ცოტა პურის ფქვილი.როდესაც ცომს ჩავასხამთ, ზედაპირი კარგად მოვასწოროთ და გამოვაცხოთ. როდესაც გამოცხვება, ზემოდან შეგვიძლია დაჭრილი ვაშლის ნაჭრებით მოვრთოთ და ისევ შევდგათ მხოლოდ 5 წუთი აირღუმელში.როდესაც ვაშლი ოქროსფერი გახდება, თავზე გადავასხათ გლაზური, რომელიც შემდეგნაირად მზადდება: 1 ჩ/ჭ შაქარი და 1 პაჩკა კაკაო გავხსნათ 4 სუფრის კოვზ წყალთან, დავუმატოთ 50 გრამი სამარხვო მარგარინი ან სამარხვო კარაქი და მოვადუღოთ.მომზადებული გლაზური ზემოდან დავასხათ და მოვაყაროთ თავზე შაქრის პუდრა. ნამცხვარი მზადაა. 16593 18-ს მოსწონს
|