x
image
ვიზა კოხაძე
სამარხვო კერძი ყვავილოვანი კომბოსტოთი
image
რადგან დიდი მარხვაა და მოსახლეობის უმეტესობა მარხვაზეა, ყოველდღიური საზრუნავი მაინც სადილის მომზადებაა.ამიტომ შევეცდები გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილებები, ახალი გამოგონებები, რომელსაც ვერ გეტყვით სიამოვნებით, მაგრამ მაინც ვამზადებ.

imageამ კერძის მომზადება ყველაზე მარტივი და ყველაზე იაფია.წინასწარ განვსაზღვროთ საჭირო ინგრედიენტები:

1) ყვავილოვანი კომბოსტო-1 თავი:

2) მაიონეზი-ერთი ცალი:

3) ნიგოზი-100 გრამი:


4) ნიორი- ერთი თავი:

5) ზეთი-50 გრამი:

თავდაპირველად გავასუფთავოთ ყვავილოვანი კომბოსტო, გავრეცხოთ, რა თქმა უნდა დავაშოროთ ერთმანეთს და ტაფაზე მომწვარ ზეთში დავიწყოთ მისი შეწვა, არ დაგვავიწყდეს რომ აუცილებლად უნდა ამოვავლოთ პურის ფქვილში(.კარგად დაბრაწეთ).

ცალკე ვამზადებთ გატარებულ ნიგოზს, მაიონეზს და ნიორს, ვურევთ ერთმანეთში და ვუმატებთ მარილს გემოვნებით, ცოტა გადადუღებულ წყალს.

როდესაც დავასრულებთ ყვავილოვანი კომბოსტოს

შეწვას, აუცილებლად უნდა დაველოდოთ მის გაციებას და მხოლოდ გაციების შემდეგ ჩავაწყობთ ჩვენს მიერ წინასწარ გამზადებულ წვენში.როცა სპეციალურ ჭურჭელში გადავიტანთ, ზემოდან შეგვიძლია მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი.

ეს არის მართლაც ძალიან გემრიელი და მართლაც ძალიან იაფი სამარხვო კერძი.


გაამოთ.


image
გაამოთ.

2
871
31-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
871
  
2013, 27 მარტი, 22:27
გავაკეთებ:))
0 1 2