x
image
K.P.
როგორ მოხვდა უდიპლომო მარიამ საჯაია პარლამენტში? მარიამი ავღანეთში გატარებულ დღეებზე გვიამბობს

imageმარიამ საჯაია ჯერ მხოლოდ 21 წლისაა, უკვე ვაჟიც ჰყავს და პარლამენტარიცაა. სპეციალურად მისთვის საქართველოს კონსტიტუციაც შეცვალეს. როგორ მოხვდა მარიამი პარლამენტში? გოგონას პარტიიდან დაურეკეს და საბუთების მიტანა სთხოვეს. მარიამი ჩამოთვლილ საბუთებთან ერთად ოფისში მივიდა, თან ისე, რომ არ იცოდა რისთვის სჭირდებოდათ საბუთები. გოგონამ ანკეტის შევსების დროს შეიტყო, რომ დეპუტატობის კანდიდატთა სიაში იყო.
მარიამი ყველაზე ახალგაზრდა პარლამენტარია, ჯერ სტუდენტია და შესაბამისად დიპლომიც არ აქვს. მას ვაჟიც ჰყავს, ბუკა, რომელიც სულ მალე 3 წლის გახდება. მარიამი დაოჯახებული არ არის და არც საკუთარი ვაჟის მამის ვინაობას ამხელს. ახალგაზრდა პარლამენტარი ახალ წელს პრეზიდენტთან, "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრთან და ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ავღანეთში შეხვდა.imageმისმა ოჯახის წევრებმა მარიამის ავღანური ვიზიტის შესახებ მისი საქართველოში დაბრუნების შემდეგ შეიტყვეს. ახალგაზრდა პარლამენტარი ირწმუნება, არ მინდოდა ენერვიულათ, იქ ხომ ღამით კავშირი საერთოდ ითიშებაო. მარიამი ავღანურ დღეებს კი ასე იხსენებს: "ეს იყო ძალიან დიდი ემოცია, სამხედრო ფორმა პირველად მეცვა... საერთოდ, დასაფასებელია თითოეული ჩვენი ჯარისკაცის თავგანწირვა. ისინი მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში არიან და ამას მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთვის აკეთებენ. როცა ვერტმფრენით ჰაერში ვიყავით, ორი უმართავი ნაღმტყორცნი იყო დამონტაჟებული და ყოველ წუთს იყო ჩამოგდების საფრთხე. როდესაც ავფრინდით, დასტური ჯერ კიდევ არ გვქონდა მიღებული, რომ ცეცხლი შეწყვეტილი იყო, თუმცა საბედნიეროდ, დაშვებამდე ჯარისკაცებმა საფრთხის განეიტრალება შეძლეს". image
image


imageimageimageimageimage

2
345
7-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
345
  
2013, 19 მარტი, 2:01
amis sheqmnili kanonebit unda icxovros qveyanam? piradulze arapers vambob, tavis saqmea vis miscems
2013, 16 მარტი, 8:04
უდიპლომო სარძლო :D
0 1 2