საქართველო "ნაც.მოძრაობა" და ყოფილი პრემიერ-მინისტრი უკანასკნელ აკორდებს ითვლიან 2013, 15 მარტი, 21:30 ![]() როგორც საინფორმაციო საშუალებებით გახდა ცნობილი, 'ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ივანე მერაბიშვილი 14 მარტს დასავლეთ საქართველოში გაემგზავრა, ჯერ აჭარას ესტუმრა და ბათუმის "ნაც.მოძრაობის" აქტივს შეხვდა, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, შემდეგ კი-სამტრედიასა და ბაღდათში ჩავიდა.ეს კი ორი ის ქალაქია, სადაც შუალედური არჩევნები უნდა გაიმართოს. ![]() გენერალურმა მდივანმა და შეხვედრის მონაწილეებმაც მედიასთან კომენტარებისგან თავი მაქსიმალურად შეიკავეს და ერთადერთი ლოზუნგის აფიშირება მოახდინეს, რომ ისინი მუხლჩაუხრელად აგრძელებენ ბრძოლას და შრომას.შრომის გაგრძელება მისაღებია, მაგრამ საინტერესოა რით ვერ დაიღალნენ ხალხთან ცხრა წლიანი ბრძოლით ან ახლა ვის უნდა ებრძოლონ? აკი მშვიდობიანად გადავაბარეთ ივანიშვილის მთავრობას ყველაფერიო? ![]() ![]() ძალიან დასანანია, რომ თავის ხალხზე უზომოდ შეყვარებული მერაბიშვილი ახალი მთავრობის შეცდომებსაც ძალიან განიცდის. უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანია, თუ სად იქნება 19 აპრილს პარტიის გენერალური მდივანი, რომელმაც ჯერ კიდევ ერთი თვის წინ დააანონსა აღნიშნული მიტინგი, რომელმაც თურმე ძალიან დააფრთხო ივანიშვილს მთავრობა. 298 18-ს მოსწონს 2-ს არა
|