x
image
ვიზა კოხაძე
"ნაც.მოძრაობა" და ყოფილი პრემიერ-მინისტრი უკანასკნელ აკორდებს ითვლიან
image
როგორც საინფორმაციო საშუალებებით გახდა ცნობილი, 'ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ივანე მერაბიშვილი 14 მარტს დასავლეთ საქართველოში გაემგზავრა, ჯერ აჭარას ესტუმრა და ბათუმის "ნაც.მოძრაობის" აქტივს შეხვდა, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, შემდეგ კი-სამტრედიასა და ბაღდათში ჩავიდა.ეს კი ორი ის ქალაქია, სადაც შუალედური არჩევნები უნდა გაიმართოს.image

გენერალურმა მდივანმა და შეხვედრის მონაწილეებმაც მედიასთან კომენტარებისგან თავი მაქსიმალურად შეიკავეს და ერთადერთი ლოზუნგის აფიშირება მოახდინეს, რომ ისინი მუხლჩაუხრელად აგრძელებენ ბრძოლას და შრომას.შრომის გაგრძელება მისაღებია, მაგრამ საინტერესოა რით ვერ დაიღალნენ ხალხთან ცხრა წლიანი ბრძოლით ან ახლა ვის უნდა ებრძოლონ?

აკი მშვიდობიანად გადავაბარეთ ივანიშვილის მთავრობას ყველაფერიო?image

თუ გუშინდელ ვოიაჟებზე კომენტარებისგან თავს იკავებს და აქტივზე მიცემულ დავალებებს ასაიდუმლოებს, სამაგიეროდ ახალ ხელისუფლებას დაწყებული გამოძიებების ბოლომდე მიყვანისკენ მოუწოდებს და აცხადებს:"ცუდია, რომ ამ ხელისუფლებამ ვერ ისწავლა ჩვენს შეცდომებზე და მათ საკუთარ შეცდომებზე მოუწევთ სწავლა".image


ძალიან დასანანია, რომ თავის ხალხზე უზომოდ შეყვარებული მერაბიშვილი ახალი მთავრობის შეცდომებსაც ძალიან განიცდის.

უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანია, თუ სად იქნება 19 აპრილს პარტიის გენერალური მდივანი, რომელმაც ჯერ კიდევ ერთი თვის წინ დააანონსა აღნიშნული მიტინგი, რომელმაც თურმე ძალიან დააფრთხო ივანიშვილს მთავრობა.

0
298
18-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
298
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0