8 წლის ბიჭუნას და 61 წლის ქალის ქორწილი.
8 წლის სელენე მასილელას და 5 შვილიანი, 61 წლის ჰელენ შაბანგულის ქორწილი შედგა ტსვანში(ნიგერია), ქორწილს 100 სტუმარი ესწრებოდა.ბიჭუნამ გადაწყვიტა თვითონ დამოუკიდებლად გაევლო ყველა საქორწინო სამზადისი, როგორც თვითონ განაცხადა, მან სიზმარში დიდი ხნის წინ გარდაცვლილი ბაბუა ნახა და მან სთხოვა, რომ ამ ქალზე დაქორწინებულიყო.
ყმაწვილის სიზმარს მთელი სერიოზულობით მოეკიდნენ ოჯახში და 2 თვეში ქორწილის ორგანიზებაც დაგეგმეს."ასეთი რამ პირველად ხდება-ამბობს სელენეს დედა პეიშნს მასილელა-ჩვენ არ შეგვეძლო წინაპრების სურვილის იგნორირება, სელენეს ხომ მისი პაპის სახელი ჰქვია." ჰელენმა და სელენემ გაცვალეს ნიშნობის ბეჭდები, ერთგულების ფიცი დადეს და ერთმანეთს აკოცეს, ახალდაქორწინებულების ქორწილი ოჯახს 2000 დოლარი დაუჯდა.
ქორწილმა მწვავე კრიტიკა გამოიწვია ადგილობრივ მაცხოვრებლებში, თუმცა როგორც ახალშეუღლებულების ნათესავები აცხადებენ, ქორწილი წმინდა რიტუალური ხასიათის იყო და იურიდიული ძალა არა აქვს.
სტატიის ავტორს ყოჩაღ კარგი ნამუშევარია