x
image
ვიზა კოხაძე
შსს ანტიკორუფციულმა სააგენტომ ხელვაჩაურის გამგებელი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს
დღეს გავრცელებული ინფორმაციით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ლორთქიფანიძე და გამგებლის მოადგილე ნოდარ შარაბიძე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და სამსახურეობრივი სიყალბის ბრალდებით, რაც დაკავშირებულია ერთ კონკრეტულ სატენდერო ხელშეკრულებასთან საკუთარი კაბინეტებიდან აიყვანეს.გამგებლის მოადგილე გულის შეტევით სასწრაფო სამედიცინო დახმარების დახმარებით შენობიდან საკაცით იქნა გადაყვანილი საავადმყოფოში, ხოლო თავად გამგებელი წინასწარი დაკავებისimage იზოლატორშია მოთავსებული.image

როგორც ირკვევა, ორივე ბრალდებული კოალიცია-"ქართული ოცნების" წევრები არიან.ადგილზე ჩავიდნენ პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურვან დუმბაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე-ავთანდილ ბერიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს სხვა წევრებიც, რომლებიც შეშფოთებულები არიან მომხდარი ფაქტით და კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან დაკავების ასეთ ფორმას და მიუღებლად თვლიან აღნიშნულ მოვლენას.

როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურვან დუმბაძე ამბობს, მან საქმის ყურში ჩააყენა მინისტრის მოადგილე.აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები დაკავებულ პიროვნებებთან დაკავშირებით გაოცებას ვერ მალავენ და მომხდარს "ნაც.მოძრაობის" მიერ მოწყობილ პიარ-აქციას უწოდებენ.

რა მოხდა და როგორ ვითარდებოდა პროცესები მთელი დღის განმავლობაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში?


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, რომელიც კოალიცია "ქართული ოცნების"აქტიური წევრი იყო, აღნიშნულ თანამდებობაზე 2012 წლის 31 დეკემბერს იქნა არჩეული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.სამართალდამცავი ორგანოები დილიდან აწარმოებდნენ გამგებლისა და მისი მოადგილის დაკითხვას.სწორედ ამ დროს - დაკითხვის პროცესში დაემართა ნოდარ შარაბიძეს გულის შეტევა.

გამგეობის შენობის წინ გამგებლისა და მისი მოადგილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა მთელი დღის განმავლობაში, სადაც შეკრებილები იყვნენ კოალიცია"ქართული ოცნების"აქტივისტები.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს ლევან ლორთქიფანიძეს და მის მოადგილეს ნოდარ შარაბიძეს სისხლის სამართლის კოდექსის 332 და 344 მუხლებით ედებათ ბრალი, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და სამსახურეობრივ სიყალბეს გულისხმობს.

შეძლებენ თუ არა პარლამენტის ვიცე-სპიკერი ბატონი მურვან დუმბაძე, აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ბატონი ავთანდილ ბერიძე და აჭარის უზენაესი საბჭოს დანარჩენი წევრები დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მათი თავდებობის სანაცვლოდ, ჯერჯერობით უცნობია.


imageimage

ჩვენთვის ნაცნობია მხოლოდ ის, რომ თუკი ხელისუფლება თავად ვერ მოახერხებს თანამდებობებზე ცოტა ხნის წინ დანიშნული თავიანთი მხარდამჭერების და აქტივისტების დაცვას, მაშინ "ნაც.მოძრაობის" დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების იმედზე დარჩებიან ლორთქიფანიძისა და შარაბიძის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები.

0
54
16-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0