x
image
ციცი
Mediator image
ქეთა თოფურია ფეხმძიმედაა?

image

26 წლის რუსული ესტრადის მომღერალ ქეთა თოფურიას შესახებ არ წყდება ახალი ამბები. ჯერ იყო და გავიგეთ, რომ ქეთა თხოვდება ასაკით უფროს, 37 წლის ბიზნესმენ ლევ გეიჰმანზე და ახლა უკვე რუსული პრესა ალაპარაკდა იმის შესახებ, რომ ქეთა თოფურია ფეხმძიმედაა.

ქეთა თოფურიას, როგორც მისი ინტერვიუდანაა ცნობილი, დიდი ქორწილის გადახდა არ სურს, რადგან მისთვის დიდი ქორწილი სამუშაოს გავს, სადაც ყველა ერთობა, პატარძლის გარდა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ არ სურს მომღერალს დიდი დღესასწაულის მოწყობა. ეს მიზეზი კი ცნობილი გახდა ჯგუფი "Дискотека Авария"-ას სიმღერის "К.У.К.Л.А."-ას პრეზენტაციაზე. წვეულებაზე მისულ ქეთას კოლეგები ულოცავდნენ ოჯახის მატებას. მომღერალს საგრძნობლად მომრგვალებული ფორმების გამო, ეცვა ძალიან სადად, დახეული ჯინსის შარვალი და ფართო ქურთუკი და არა სექსუალურად, როგორსაც მუდამ ხედავდნენ მას და გარდა ამისა, იგი არ მიეკარა ალკოჰოლურ სასმელს და ხმაურიანი და თამბაქოთი გაბოლილი წვეულებაც მალე დატოვა. მან არ გარისკა, რომ ბოლომდე დარჩენილიყო.

ამ ინფორმაციას ავრცელებს რუსული პრესა და მათი აზრით ქეთა ასე იმიტომ მოიქცა, რომ იგი ორსულადაა.


0
117
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
117
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0