x
image
ვიზა კოხაძე
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და იუსტიციის მინისტრის განმარტებები ვენეციის კომისიის დასკვნასთან მიმართებაში.
imageუზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი მიესალმება ვენეციის კომისიის დასკვნას ქართულ სასამართლო სისტემაზე და თავის სიტყვაში მოკრძალებულ პატივისცემასაც გამოხატავს ვენეციის კომისიის მიმართ, რომელიც სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას ანიჭებს უპირატესობას.

ორი დღეა კეთდება შეფასებები და განმარტებები სხვადასხვა პოლიტიკური თუ არასამთავრობოების წარმომადგენელთა მხრიდან, მაგრამ საინტერესოა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გაკეთებული დასკვნები აღნიშნულ საკითხზე.იგი კმაყოფილია იმით, რა დასკვნაც დაიდო.კონსტანტინე კუბლაშვილის image
განმარტებით, რამდენიმე საკითხი, რომელიც კამათს იწვევდა სასამართლო ხელისუფლებასა და აღმასრულებელი ხელისუფლების imageწარმომადგენლებს შორის და დღეს კი დაპირისპირებამ აშკარად იმატა გაგაცნობთ ვენეციის კომიციის დასკვნებზე არსებულ დღევანდელ შეფასებებს.

ვენეციის კომისიის დასკვნაში წერია:

1.დაუშვებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის დაშლა.


2.სასამართლო ხელისუფლების მომავალი ფუნქციონერებისა და ორგანიზაციული საკითხების შემუშავების დროს პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი ზომების მიღებისაგან, რომელიც საფრთხეს შეუქმნის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის უწყვეტობას.

3.საბჭოს მოქმედი წევრების ვადაზე ადრე შეცვლა დანერგავს იმის პრეცენდენტს, რომ ყოველ ახალ მთავრობასა თუ პარლამენტს შეეძლება საბჭოს უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა, რაც აღძრავს ეჭვს, რომ ეს განზრახვა შეიძლება იყოს საბჭოს მიმდინარე საქმეებზე ზეგავლენის მოხდენა.

კონსტანტინე კუბლაშვილმა ხაზი გაუსვა აგრეთვე ერთ-ერთ მნიშვნელოვან პუნქტს, სადაც ლაპარაკია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედ შემადგენლობაზე.image

ვენეციის კომისია რეკომენდაციას აძლევს საქართველოს მთავრობას -იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედ შემადგენლობას მიეცეს მანდატის დასრულების უფლება.

თუმცა სხვაგვარად განმარტავს ვენეციის კომისიის დასკვნებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.image
მისი განმარტებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ უნდა იყვნენ პარლამენტის დეპუტატები, მისი თქმით, პრეზიდენტის კვოტით დანიშნულ ორ წევრსაც აღარ ექნება უფლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობისა და ყველაზე მნიშვნელოვანი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სულ მოკლე დროში ეყოლება აბსოლუტურად ახალი შემადგენლობა.image





მართლაც რომ საინტერესოა ეს საკითხი, მაგრამ უკეთესი იქნება თუ პოლიტიკურ ჭრილში არ განიხილავს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას ჩვენი საზოგადოება

0
17
14-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0