საქართველო სავარაუდოდ ქართულ პოლიტიკას პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ დაწუნებული კიდევ ერთი მინისტრი დაუბრუნდება 2013, 11 მარტი, 17:21 საზოგადოების ინტერესი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში დღითი დღე იზრდება.ვენეციის კომისიის დასკვნაც, შაშკინის დაბრუნება საქართველოში, პატიმართა პრობლემები, აგვისტოს ომის გასაიდუმლოებული სკანდალური დეტალები მართლაც ძალზედ მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემი აზრით საკადრო ცვლილებები მთავრობაში და განსაკუთრებით საგარეო საქმეთა სამინისტროში კიდევ უფრო საინტერესოა საზოგადოებისათვის. პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა:(ციტირებას ვახდენ)-სალომე ზურაბიშვილს საინტერესო წარსული აქვს.ის ძალიან პრინციპული ქალია, რაც ჩვენს სახელმწიფოს სჭირდება. პრემიერის თქმით, ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" გუნდის ღირსეული წევრი იქნება.ეს განცხადება გასულ კვირას გავიდა ეთერში, თუმცა თემა არ ძველდება და დღესაც აქტუალურია, თუნდაც იმიტომ, რომ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ორი დღის წინ დედაქალაქს ესტუმრა.სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით, სალომე ზურაბიშვილი შეხვდა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც სავარაუდოდ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი შესთავაზა.ოფიციალურად არც დასტურდება და არც არავინ უარყოფს აღნიშნულ ინფორმაციას. მხოლოდ ერთი რამ არის ცნობილი, რომ სალომე ზურაბიშვილი - გაეროში ირანის საკითხების მთავარ ექსპერტს წარმოადგენს და გაეროსთან დადებულ ხელშეკრულებას 2013 წლის მაისისთვის ეწურება ვადა.უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მაისის ბოლომდე მაინც ამჟამინდელი მინისტრი - მაია ფანჯიკიძე უხელმძღვანელებს. რაც შეეხება საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს სალომე ზურაბიშვილს, მას მართლაც საინტერესო და ღირსეული წარსული აქვს მთელი თავისი განვლილი ცხოვრებით.ამიტომაც იყო, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იმ წლებში სწორედ ასეთი წარსულის მქონე ქალბატონებს ეძებდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და აღმოაჩინა კიდეც, თუმცა ზურაბიშვილმა იმედები გაუცრუა პრეზიდენტს და მისი გუნდის წევრებს.ერთ-ერთ მიტინგზე გაბრაზებულმა ზურაბიშვილმა მაშინდელი მთავრობის წევრები "ქაჯებად" მოიხსენია, რომელიც ყბადაღებულ თემად იქცა იმდროინდელ პოლიტიკაში. ალბად ჰქონდა სათანადო მიზეზი ან საბაბი, რაც მხოლოდ და მხოლოდ ზემოთ აღნიშნული სიტყვებით გამოხატა და დაეშვიდობა მათ. 418 20-ს მოსწონს 2-ს არა
|