x
image
lady.ge
21 აპრილის ასტროლიგიური პროგნოზი

imageდღეს ამაოდ ნუ იფუსფუსებთ, თუმცა სრულ განცხრომაში ყოფნაც რეკომენდებული არ
არის. ნებისმიერი პრაქტიკული და გონივრული საქციელი კარგ უკუგებას მოიტანს. შეძლებთ
დამატებითი შემოსავლის მიღებას. დღეს გამორიცხეთ შიმშილობა, რადგან ის გამოიწვევს
ენერგიის და ძალების ნაკლებობას. ზომიერების ფარგლებში სასარგებლო იქნება მწარე და
სანელებლებიანი საკვები.
imageდღეს დამატებით აქტიურობას და შრომისმოყვარეობას შეიძენთ. დაუხარჯავი
ენერგია დააგროვეთ სამომავლო გეგმებისთვის. სასარგებლო იქნება ზომიერი ფიზიკური
დატვირთვა. ცხოვრების ინერტული და პასიური წესის შედეგი იქნება ჭარბი მადა, სექსუალური სურვილები, გაუმართლებელი ჩაძიება უმნიშვნელო საქმეებში.

imageდღეს თქვენი გარეგნული თავაზიანობა, რომელიც ყველას იზიდავს, მხოლოდ შირმა
იქნება უფრო საფუძვლიანი ჩანაფიქრებისთვის. დაინტერესდებით მოვლენების არამარტო
გარეგნული, არამედ ფარული მიზეზებით. ხელსაყრელი დროა მეტი სერიოზულობის და
შორსმჭვრეტელობის გამოჩენისთვის, საკუთარი თავის, ნიჭის და გრძნობების, ასევე
საიმედო ოჯახის და ზურგის უფრო მეტად დაფასებისთვის

imageდღეს შორეულ მომავალზე შეხედულება შეფერადებული იქნება ერთდროულად
პრაგმატიზმით და რომანტიკით. შესანიშნავად მიხვდებით, რომ სულიერი და მატერიალური
განცალკევებულად ვერ იარსებებს. მაღალი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად
შესაბამისი თანხაა საჭირო. ხელსაყრელი დროა სტუმრების მისაღებად, შეძლებთ
კულინარული შედევრების წარდგენას.


imageდღეს წარმატების საწინდარი იქნება მყარი მატერიალური მდგომარეობა. თუ ბოლო
დროს არ იზარმაცეთ და კეთილსინდისიერად მუშაობდით, სამართლიანად იამაყებთ საკუთარი
მიღწევებით. გაგიჩნდებათ უფრო მეტისკენ სწრაფვის სურვილი, არსებულ გამარჯვებას
შესაძლებლობის მაქსიმუმად არ მიიჩნევთ. სიამოვნებას მოგანიჭებთ პრესტიჟულ ადგილას
დასვენება ან წვეულება რჩეული ადამიანების საზოგადოებაში
imageდღეს თქვენთვის ბუნებრივი იქნება ლიდერის როლი, რომელიც თავზე აიღებს ამა
თუ იმ პრაქტიკულ ინიციატივას. კარგი დროა ფიზიკური და სექსუალური პოტენციალის
რეალიზებისთვის. წარმატება გელოდებათ შეჯიბრში, სპორტის რაიმე სახეობაში. დასვენების დღეებში პასიურ განტვირთვას ნუ
ეცდებით. გასეირნება, მოგზაურობა,
ბუნებაში გასვლა ან ძველი ჰობის გახსენება სიამოვნებას მოგანიჭებთ.


image

დღეს თქვენი გრძნობების და ჩანაფიქრების საუკეთესო მტკიცებულება იქნება
კონკრეტული საქციელი. საკუთარი სიტყვები და დაპირებები გაამყარეთ საქმეებით,
ამგვარად გარშემომყოფებთან ურთიერთობაში პრობლემა არ შეგექმნებათ. ცოლ-ქმრულ
ურთიერთობაში დამატებითი შემაკავშირებელი ფაქტორი იქნება მასშტაბური ერთობლივი
წამოწყება. მყარი ცოლ-ქმრული ურთიერთობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ კარგად აწყობილი ინტიმური ცხოვრება.



imageდღეს მოერიდეთ დროის უმიზნოდ ხარჯვას: მაგ. დიდი ხნის გატარებას
შემთხვევითი ნაცნობების წრეში. თქვენი ყურადღების ფოკუსში აღმოჩნდება ყველაზე
მნიშვნელოვანი და ძვირფასი კავშირები. დაქორწინებულებისთვის კი მეუღლე სამყაროს
ცენტრად გადაიქცევა. საყვარელ ადამიანს ჰკითხეთ რჩევა ნებისმიერ საკითხზე და
გაითვალისწინეთ მისი მოსაზრება.



imageხელსაყრელი მომენტია საკუთარ ჯანმრთელობაზე კომპლექსური ზრუნვისთვის. კარგი
ფიზიკური ფორმის შენარჩუნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება. შეგიძლიათ
დაკავდეთ ტანვარჯიშით ან ყოველდღიური სირბილით. განცალკევებულ ზრუნვას მოითხოვს სწორი და სრულფასოვანი კვება. არ დაიშუროთ სახსრები ხარისხიანი პროდუქტების შეძენას და დაავადების დროულად პროფილაქტიკაზე.


image


დღეს დაივიწყეთ რუტინა და დაკავდით სასიამოვნო საზრუნავით. ხელსაყრელი დროა
რაიმე წვეულების ჩატარებისთვის ან მისთვის
მზადებისთვის. დღის პროგრამაში ჩართეთ ძვირფას რესტორანში ვიზიტი ან ოჯახური სუფრა
დახვეწილი კერძებით.





imageნაკლებად ნაცნობ ადამიანებთან შემთხვევით ურთიერთობას ამჯობინეთ ახლობლების
წრეში ყოფნა. მშობლებთან ან ოჯახის სხვა წევრებთან ურთიერთობა ინტენსიური და
საქმიანი იქნება. რაც სავსებით შესაძლებელია პრაქტიკული საკითხების განხილვისას.
ჩვეული ყოფის შესაცვლელად დრო არ დაკარგოთ, გარდაქმნისთვის მზადება დღესვე უნდა
დაიწყოთ.


imageხელსაყრელი მომენტია ურთიერთობის ახალი წრის ჩამოყალიბებისთვის. მოგზაურობა
და გასეირნება პროდუქტიული, ამავე დროს დამაინტრიგებელი, წარმოსახვის და შემოქმედებისკენ
წარმართველი იქნება. გზაში მოსალოდნელია სასიამოვნო და სასარგებლო შენაძენი.
მნიშვნელოვანი შეხვედრა დაგეგმეთ მყუდრო კაფეში ან რესტორანში.






















0
419
1-ს მოსწონს
ავტორი:lady.ge
lady.ge
419
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0