საქართველო ვენეციის კომისიის დასკვნა ქართულ სასამართლო სისტემაზე 2013, 11 მარტი, 0:00 ![]() ![]() ის წევრები, რომლებიც არიან არჩეულნი მოსამართლეთა კონფერენციაზე, თუ მათ სურთ დარჩნენ თანამდებობებზე, მაშინ უნდა გადადგნენ სასამართლოს თავმჯდომარეობიდან, თუმცა ოპოზიციის ლიდერების აზრით ვენეციის კომისიამ პირდაპირ მიუთითა, რომ არ უნდა შეუწყდეთ უფლებამოსილება იმ მოსამართლეებს, რომლებსაც არ უკავიათ თანამდებობა სასამართლოებში. ![]() შეიცვალა აგრეთვე საბჭოს წევრების დაკომპლექტების წესიც.ვენეციის კომისიის დასკვნით ექვს წევრს არასამთავრობო სექტორიდან აირჩევენ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ხმათა ორი მესამედით, სადაც აუცილებელია ოპოზიციონერი პარლამენტარების ხმებიც. ![]() არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა მოსაზრებით ლეგიტიმურად არჩეულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ დარჩენილი უფლებამოსილების ვადა, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტა არ არის სამართლებრივი გზა. რა დადებით შედეგს მოიტანს სასამართლოს რეფორმა, რა შეიცვლება სასამართლო სისტემაში, არის თუ არა საფრთხეები მოსალოდნელი და ყველაზე მთავარი: რა ბედი ეწევათ იუსტიციის საბჭოს დანარჩენ წევრებს ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ინტერესი კი უზომოდ დიდია სამოქალაქო საზოგადოებისა. ![]() 88 23-ს მოსწონს 2-ს არა |