x
image
ვიზა კოხაძე
ვენეციის კომისიის დასკვნა ქართულ სასამართლო სისტემაზე
imageროგორც ყველასთვის ცნობილია, მიმდინარე წლის 8 მარტს ვენეციის კომისია შეიკრიბა, რასაც მთელი სამოქალაქო საზოგადოება ადევნებდა თვალს, სადაც ერთ-ერთ მთავარ თემად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესის ცვლილება იყო.

ვენეციის კომისიის დასკვნა ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ შეფასებები უკვე არსებობს როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორში.

ვენეციის კომისია მიუთითებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის წესს.image
ის წევრები, რომლებიც არიან არჩეულნი მოსამართლეთა კონფერენციაზე, თუ მათ სურთ დარჩნენ თანამდებობებზე, მაშინ უნდა გადადგნენ სასამართლოს თავმჯდომარეობიდან, თუმცა ოპოზიციის ლიდერების აზრით ვენეციის კომისიამ პირდაპირ მიუთითა, რომ არ უნდა შეუწყდეთ უფლებამოსილება იმ მოსამართლეებს, რომლებსაც არ უკავიათ თანამდებობა სასამართლოებში.image

ჩემი აზრით ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თავისთვის სასარგებლო ინტერპრეტაციებს უკეთებენ კომისიის დასკვნებს.


შეიცვალა აგრეთვე საბჭოს წევრების დაკომპლექტების წესიც.ვენეციის კომისიის დასკვნით ექვს წევრს არასამთავრობო სექტორიდან აირჩევენ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ხმათა ორი მესამედით, სადაც აუცილებელია ოპოზიციონერი პარლამენტარების ხმებიც.image


არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა მოსაზრებით ლეგიტიმურად არჩეულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ დარჩენილი უფლებამოსილების ვადა, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტა არ არის სამართლებრივი გზა.

რა დადებით შედეგს მოიტანს სასამართლოს რეფორმა, რა შეიცვლება სასამართლო სისტემაში, არის თუ არა საფრთხეები მოსალოდნელი და ყველაზე მთავარი: რა ბედი ეწევათ იუსტიციის საბჭოს დანარჩენ წევრებს ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ინტერესი კი უზომოდ დიდია სამოქალაქო საზოგადოებისა.image

ჩვენც ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ თუ როგორ განვითარდება მოვლენები და როგორ შედგება კოჰაბიტაცია ქართულ სამართალში.

0
88
23-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
88