კრიტიკა ქართული ოცნება თუ ილუზია? 2013, 10 მარტი, 18:33 როგორც რიგითი საქართველოს მოქალაქე ისე ვუყურებ დღევანდელ მოვლენებს და საზოგადოების ჭკუიდან შეშლა ერთობ მოქმდებს ჩემს ფსიკიკაზე, პოლიტიკური მრავალფეროვნებით ყოველთის გამოვირჩეოდით, თუმცა წელს მრავალფეროვნებასთან ერთად აგრესიაც გაჩდა, პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობის გამო ახლო ნათესავებიც კი გადაეკიდნენ ერთმანეთს, მეგობრებზე და ნაცნობებზე აღარფერს ვამბობ. სოციალურ ქსელებში ლანძღვა-გინების კოეფიციეტმა საგრძნობლად იმატა, აპოლიტიკური და გასართობის გვერდებიც კი გაბრაზებული, პოლიტიკაზე გაგიჟებული ზომბების ბილწი სიტყვებით არის გადატენილი. ჩემდა სამწუხაროდ ვეღარც ტელევიზორს ვუყურებ და ვეღარც გაზეთს ვკითხულობ... ბინძური პოლიტიკა, ბინძური პოლიტიკა და კიდევ ბინძური პოლიტიკა, აბსოლიტურად ყველგან! ო, ღმერთო ჩემო, როდის გვეღირსოს ჩვენ "ნატო" და მშვიდი პოლიტიკური ცხოვრება?! რა არის ნეტავ ქართველი ხალხის ოცნება? და არა ქართული ოცნება, ქართველი ხალხი ოცნებობოს ერთიან საქართველოზე, თუმცა ოცნებაც კი საკმაოდ ძვირი გვიჯდება, ჩვენ მაგივრად ოცნებობენ სხვები და ის კი ავიწყდებათ რომ ხანდახან ოცნება ოცნებადვე რჩება... რა არის ქართული ოცნება? საქართველო " ნაციონალების" გარეშე? თუ საქართველო ილუზიათან ერთად, რომელსაც ქართული ოცნება ჰქვია? ამის წაკითხვის შემდეგ ვიცი, ჩემი მისამართითაც არ დაუშურებენ ლანძღვა-გინებას, უცებ "ნაციონალს" დამიძახებენ, მაგრამ რატომ? იქნებ მეც თქვენსავით მეოცნებე ვარ, მეც მაქვს ჩემი ქართული ოცნება და საერთოდ ამ ქვეყანაში ყველას თავისი ქართული ოცნება აქვს და ყველა თავისას მიერეკება ! როდის დამთავრდება ეს ამაზრზენი პოლიტიკური ქიშპობა და როდის შეიგნებთ რომ საკუთარი თავისა და უფლის მეტი ჩვენი ბედნიერებისთვის არავინ იბრძოლებს! დაანებეთ თავი კერპეპის შექმნას და რეალეობას გაუსწორეთ თვალი! 58 4-ს მოსწონს |
მხოლოდ მაშინ ახდება ჩვენი ქართული ოცნება, როდესაც ჩვენ გასაკეთებელ საქმეს გავაკეთებთ ყველა...
სიტყვა მარტო სიტყვა არ უნდა იყოს, საქმე უნდა მოყვებოდეს ჩვენ სიტყვას...
“საქმე სიტყვიანი და სიტყვა საქმიანი“