ასტროლოგია 22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი 2012, 21 აპრილი, 21:05 შესანიშნავი დღეა ოჯახური ან სხვა სახის სუფრისთვის. თამამად შეგიძლიათ მიირთვათ გემრიელი კერძები. გაითვალისწინეთ, რომ საკვები არამარტო გემრიელი, არამედ სასარგებლოც უნდა იყოს. მსუყე საკვების მიღება ღამით ხელს შეგიშლით დაძინებაში, და დილით სამსახურშიც დაიგვიანებთ. დღეს გარანტირებული გექნებათ ოპტიმისტური განწყობა და საყოველთაო ყურადღება. თქვენ მოსაზრებას განსაკუთრებულად დააფასებენ ახლობლები. გამოიჩენთ გულწრფელ ქველმოქმედებას. თამამად გამოამჟღავნეთ გურმანის თვისება, კულინარის ან დეგუსტატორის ნიჭი. შიგადაშიგ ზედმეტად უხვი, სენტიმენტალური, მგრძნობიარე იქნებით. დამატებითი ყურადღება დაუთმეთ მატერიალურ ასპექტებს. საყვარელი ადამიანი მოისურვებს უანგარო დახმარების გაწევას ან საჩუქრის გაკეთებას. წარმატებულად ჩაივლის მოდური სამოსის შეძენა. ხელსაყრელი დროა ძვირფასი პროდუქტების და სასმელების შეძენისთვისაც. დღეს მატერიალური პრობლემები უფრო ადვილად გადაიჭრება. გამოიჩინეთ შორსმხედველობა და გაამყარეთ კავშირი გავლენიან პერსონებთან, რისთვისაც გამოიყენეთ არაფორმალური გარემო. ადამიანები, რომელთაც დააინტერესებთ თქვენი უჩვეულო გეგმებით, გახდებიან თქვენი თანამოაზრეები. მეგობრული წვეულება ჩაივლის ორმაგად წარმატებულად, თუ შეკრება უხვი სუფრის თანდასწრებით ჩაივლის. დღეს გულგრილი არ იქნებით პრესტიჟის საკითხის მიმართ და ეცდებით რეიტინგის ამაღლებას. მშვიდ და სასიამოვნო გარემოშიც საკუთარ კარიერაზე იფიქრებთ. შეგიძლიათ ეწვიოთ კორპორატიულ ღონისძიებას. შესაძლოა სწორედ ეს სტუმრობა დაგეხმაროთ კარიერულ წინსვლაში. დღეს შემართებას შეგმატებთ სტაბილური შემოსავლის მიღების ან სტატუსის გაუმჯობესების ახალი იდეა. თუმცა მოერიდეთ ზედმეტ იდეალიზმს, მომატებულ მოლოდინს და საკუთარი პოტენციალის გადაჭარბებულად შეფასებას. ნუ იჩქარებთ დასკვნების გაკეთებას საქმის დეტალებში გარკვევამდე. სიტუაცია განიხილეთ როგორც საუკეთესო შანსი, რომელშიც ბედი კორექტირებას კიდევ შეიტანს. დღეს თავიდან აიცილებთ ნებისმიერ საფრთხეს. ურთიერთობაში დაშვებულ დაუდევრობას პარტნიორი მოგიტევებთ. ხარჯების გადამეტებისას ვალებში ჩავარდნა არ გელოდებათ. ინტიმური ან ფინანსური ავანტიურა გახდება ცხოვრებით ტკბობის ერთ-ერთი წყარო. კარგი მომენტია მფარველის, შუამავლის, სპონსორის ძიებისთვის. მიიღებთ სარგებელს მემკვიდრეობიდან. თქვენი პარტნიორი ძალიან დაკავებული იქნება საკუთარი თავით და მოთხოვნილებით, ამიტომ ჩვეულებრივზე ნაკლებ ყურადღებას მოგაქცევთ. ამბიციურობას და ეგოცენტრიზმში მისი დადანაშაულების ნაცვლად, გაიგეთ მისი მოტივები და გაიზიარეთ წარმატებით გამოწვეული მისი სიხარული. რაც ერთიანობაში დაგეხმარებათ. კეთილშობილება ნებას არ მისცემს შეუფერებლად მოგექცეთ, თუ თავად არ მისცემთ სერიოზულ მიზეზს. წარმატებულად გადაჭრით პირადული პრობლემების უმრავლესობას. თუმცა ყველაზე დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ ადამიანების დახმარება. გაძლიერდება სწრაფვა მრჩეველის, მფარველის, მკურნალის როლისკენ. უარი არ თქვათ გაწეული სამუშაოს ანაზღაურებაზე, ის ნამდვილად დაიმსახურეთ. დააგემოვნეთ გემრიელი საკვები, თუმცა ზედმეტის ჭამას მოერიდეთ. დღეს ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდება. ინტუიციურად იგრძნობთ, რომელი გზა აირჩიოთ, როგორ გამოიყენოთ ხელსაყრელი შანსი. შესანიშნავი დროა არჩეული მიმართულებით შემოქმედებითი მუშაობისთვის. თამამად შეიმუშავეთ რომანტიკული შეხვედრის სცენარი, ახალი სადღესასწაულო კერძის რეცეპტი. ხელსაყრელი დღეა ოჯახური ცვლილებებისთვის, ასევე ოჯახური წვეულების ჩატარებისთვის. მოსალოდნელია მატება ოჯახში, შორეული ნათესაობის სტუმრობა. ხელიდან არ გაუშვათ კულინარული ოსტატობის გამომჟღავნების შესაძლებლობა. დღეს მოერიდეთ ზედმეტ მღელვარებას, ფუსფუსს და გადაღლილობას. ესტუმრეთ ლამაზ ადგილებს, სადაც სუფევს სიმშვიდის და კეთილდღეობის ატმოსფერო. შეხვდით სასიამოვნო ადამიანებს, რომლებიც სიურპრიზებს არ გპირდებიან. მაღაზიაში გასეირნებისას, შოპინგს მეტი დრო დაუთმეთ და გზად წაიხემსეთ. კარგი დღეა ძვირფასი საჩუქრების შეძენის და სტუმრად ვიზიტისთვის. 486 1-ს მოსწონს
|