საზოგადოება სექსი ტყეში ტრაგედიით დამთავრდა. 2013, 10 მარტი, 11:28 ზიმბაბვეში ტრაგედიით დამთავრდა საყვარლების განცალკევება ბუჩქებში, მამაკაცი გადარჩა, ქალი კი დაიღუპა ლომის თავდასხმის შედეგად, იუწყება MyZimbabwe. ტრაგედია დატრიალდა ქალაქ კარიბას მახლობლად.გოგონა სახელად შარაი მავერა და მისი ბოიფრენდი განცალკევდნენ ბუჩქებში, რომ სიყვარულით დაკავებულიყვნენ, მოულოდნელად მამაკაცმა დაინახა ლომი, რომელიც თავდასხმას აპირებდა, ის გზისკენ გაიქცა, ხოლო გოგონამ ვეღარ გამოასწრო.... როგორც გზაზე მოძრავი ავტომობილისტები ჰყვებიან, მათ გზაზე დაინახეს ტიტლიკანა კაცი, რომელიც ყვიროდა და შველას ითხოვდა, თავიდან იგი მთვრალი ეგონათ, შემდეგ მიხვდნენ რაშიც იყო საქმე და პოლიციას გამოუძახეს, თუმცა ადგილზე მისულებს მარტო ქალის სხეულის ნაწილები დახვდათ, ლომი კი მიიმალა....გამოძიებამ დაადგინა, რომ მამაკაცი მეთევზე იყო, ხოლო ქალი მაღაზიაში გამყიდველად მუშაობდა, როგორც მამაკაცმა მოუთხრო გამოძიებას, ისინი იმ ადგილს ხშირად აკითხავდნენ ხოლმე განცალკევების მიზნით.ზუსტად ანალოგიური შემთხვევა მოხდა 2002 წელს, თუმცა არა ზიმბაბვეში, არამედ ტანზანიაში, მაშინ ამის შესახებ BBC News-ი იუწყებოდა. 92 1-ს მოსწონს
|