x
სარვამარტო "ჯარიმა" ქალებს, საპატრულო პოლიციისგან

image გაზაფხული ჩემთვის საუკეთესო დროა, მარტი კი ქალის ხასიათთან ასოცირდება, არ ვიცი, იქნებ სწორედ ამიტომ არის ქალთა დღე მარტში? მოკლედ, დღევანდელ დღეს ქალ მძღოლებს საპატრულო პოლიციამ სიურპრიზი მოუწყო და სხვადასხვა დარღვევის გამო გაჩერებული ქალი მძღოლები, ყვავილების თაიგულით "დაჯარიმდნენ"...

სტატია ამბები.გეზე წავიკითხე და გამეღიმა.. ძალიან კარგი და სასიამოვნოა ასეთი სიახლეები, კარგია ადამიანები ადამიანობას რომ იბრუნებენ, ერთმანეთს სიხარულს რომ ანიჭებენ და ერთმანეთის გაღიმების უნარი ისევ რომ შეგვწევს..

ქალბატონებო, გილოცავთ ამ დღეს!..

0
47
4-ს მოსწონს
ავტორი:ინფანტა
ინფანტა
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0