x
სიყვარული ყველას უნდა კი არადა Facebook ყველას უნდა

imageFacebook-ის საშუალებით რას აღარ ვნახულობთ და რას აღარ ვეცნობით, ჰოდა დღეს შემთხვევით გადავაწყდი ამ ქალბატონის ფოტოს წარწერით, "Facebook-ის მომხმარებელია".. ინტერესით ჩავიკითხე ინფორმაცია ამ ქალზე და გულიანად გამეცინა.. თურმე ამ ქალბატონს ძალიან უყვარს მეგობრებთან საუბარი და ნაცნობებს სოციალური ქსელის საშუალებით ხშირად ეკონტაქტება. მისი ერთადერთი პრობლემა ასაკია, რადგან Facebook-ში რეგისტრირებისას ასაკის ველის შევსება 99 წლამდეა შესაძლებელი, ამიტომ 104 წლის მაგურიტი იძულებულია,
5 წლით "გაახალგაზრდავდეს".
მაგურიტს მხედველობა და სმენა დაქვეითებული აქვს, ამიტომ სტატუსების, ფოტოებისა და კომენტარების განახლებაში შვილიშვილი, გაილი ეხმარება. რასაკვირველია, გაილი ბებიის გარეშე Facebook-ს არასდროს ხსნის. მაგურიტი შვილიშვილს თავად უთითებს, საჭიროა თუ არა შეტყობინებაზე პასუხის გაცემა და გვერდის განახლება.

არა, რა არის ამაში სასაცილო, მაგრამ სიმართლე გითხრათ ჩემი 81 წლის ბებია რომ წარმოვიდგინე სოცილურ ქსელებში "შემძვრალი" და ჩათაობაში გართული მაინც გამეცინა.. მაგურიტს კი დიდხანს სიცოცხლესა და მრავალ პოსტს ვუსურვებ Facebook-ზე..

ჰო კიდევ..მართალია, ეს Facebook ან აგვაშენებს, ან საბოლოოდ დაგვღუპავს.. შენებისას ჯერ ვერაფერს ვატყობ და რა ვიცი, რაა ვიციი..: ))

2
26
2-ს მოსწონს
ავტორი:ინფანტა
ინფანტა
26
  
2013, 22 თებერვალი, 19:53
მადლობა :))
2013, 22 თებერვალი, 19:23
კარგი ისტორიაა:) გავხალისდი,გმადლობ!
0 1 2