x
ვუდუ



imageეს არის რელიგიის ის მიმდინარეობა რაც საკმაოდ დიდხანს მაინტერესებდა, მასზე ინფორმაციაც მოვიძიე და ახლა თქვენც გაგიზიარებთ..ერთხელ დავწერე უკვე, მაგრამ დამიბლოკეს, ახლა ვეცდები უფრო შინაურულად ვისაუბრო ამ რელიგიურ მიმდევრობაზე და დაბლოკვასაც ავცდე..: )) მოკლედ, ვუდუ ერთგვარი სატანური მიმდევრობაა თავისი შელოცვებითა და რიტუალებით..ის, როგორც რელიგია წარმოიშვა კარიბის ზღვის კუნძულებიდან, რომელიც წარმოადგენს ატლანტის ოკიანის ნაწილს, მექსიკის ყურის სამხრეთით.
ვუდუ – წარმოადგენს აფრიკული სპირიტულ-ამინისტური რელიგიის ტრადიციებს და ევროპული კათოლიციზმის სინთეზს. (ანიმიზმი ეს არის სულისა და სულიერების არსებობის რწმენას. ანუ სული ამოძრავებს სხეულს და ასევე სწამთ, რომ რწმენით უსულო საგანსაც აამოძრავებენ სულის შთანერგვით).. ვუდუს მიმდევრები რიტუალის დროს იყენებენ შინაურ ფრინველებს, როგორიცაა შავი მამალი ან ინდაური, თხის სათესლე ჯირკვლებს და სისხლს. ასევე ხარსაც სწირავენ. ეს სპირიტული რიტუალი საშუალებას აძლევთ დაუკავშირდნენ ნებისმიერი ადამიანის სულს, მოიპოვონ მისი მართვა და შესაბამისი კონტროლი. როგორც ზემოთ ნახსენები იყო ეს არის ანიმისტური რიტუალი, რომელიც საშუალებას აძლევთ უსულო საგანსაც კი “მიაბან” ვინმეს სული. ობიექტად იყენებენ ხელნაკეთ თოჯინას, რომელიც ხშირ შემთხვევაში არის ცვილის. ასევე თოჯინას აკეთებენ ბამბისგან. ცდილობენ ცვილის თოჯინა მიამსგავსონ იმ პიროვნებას მეტი რწმენისთვის და თავდაჯერებულობისთვის. სპეციალური შელოცვისა და რიტუალის შემდეგ შეუძლიათ ადამიანს ფიზიკური ზიანი მიაყენონ ვუდუ თოჯინის გამოყენებით. თოჯინის შექმნისას უნდა გამოიყენონ მსხვერპლის თმა, ფრჩხილი ან ტანისამოსი. მაგალითად: თუ შემლოცველს უნდა, რომ ადამიანმა ვერ გაიაროს, ამისათვის იღებენ 2 ცალ ქინძისთავს და უყრიან თოჯინას მუხლში ან კოჭის მიდამოებში.ნამდვილად მოქმედია ვუდუს თოჯინაზე შელოცვა და მისით ადამიანის მანიპულირება. დიდი ხნის ტრადიცია დახვეწილი და გამოცდილია წლების მიერ. სპეციალური შელოცვის დროს მან უნდა გაითვალისწინონ ისიც, რომ თოჯინა არ შემობრუნდეს, რადგან თუ ვუდუს თოჯინა შელოცვისას მლოცველისკენ შებრუნდა, წყევლა მასზე გადადის…
არსებობს ასევე ვუდუს ზომბი და “გრი გრი”.
ვუდუს ზომბი, ეს არის გაცოცხლებული მიცვალებული, რომელსაც აზროვნების უნარი არ გააჩნია და მხოლოდ მისი მბრძანებლის დავალებით მოქმედებს.
“გრი გრი” კი არის ვუდუს თილისმა, რომელიც მფლობელს იცავს ავი სულისგან. “გრი გრი” ეს არის ქისა, სადაც მოთავსებულია თმა, ძვლები, ბალახი, ზეთი და ასევე საფლავის მიწაც. მას თან არავინ არ ატარებს, რადგან ის სახიფათოა.
ვუდუ არის სპირიტული რელიგია. რელიგია, რომელიც თავისი რიტუალით ჯადოქრობასაც ითვალისწინებს რომლის მიმდევრები არიან ჰაიტიზე, ბრაზილიასა და ა.შ.შ.-ში. ასევე გვხვდებიან მთელს მსოფლიოში და მისი მიმდევარი მილიონობით ადამიანია.ვუდუს რიტუალზე მსუბუქ ვიდეოს აქვე შემოგთავაზებთ..(თუმცა ეს ვიდეო გულის ამაჩუყებელი უფროა)
ეს "რელიგია" რა თქმა უნდა მიუღებელია ჩემთვის, მაგრამ ეს თოჯინები კი ძალიან მომწონს და რა ვუყო რაა..: ))


imageimage








ვუდუზე ინფორმაციას მე ვერ მოვიგონებდი, ინტერნეტი დავიხმარე და ნუ დამიბლოკავთ თუ შეიძლება..სტატია დაკოპირებული არაა..უჰ..და ბოლოს, გჯერათ თქვენ ამ ყველაფრის? მე არ ვიცი..უბრალოდ რაღაც წიგნი გამახსენდა..ბავშვობაში წავიკითხე, მადამი ვიღაცის(მომიტევეთ სახელი დამავიწყდა) სატანური თოჯინები..სწორედ ამ ვუდუსნაირი თოჯინები იყვნენ, ოღონდ იმ ადამიანის ზუსტი ასლი, დაპატარავებული რა თქმა უნდა..ამის მერე საკმაოდ დიდხანს მეშინოდა თოჯინების და ერთხელ დაბადების დღეზე ნაჩუქარი ულამაზესი თოჯინის დანახვაზე ლამის ისტერიკა დამემართა..ჩემს ოთახს ახლოს არ ვაკარებდი..: ))




10
802
3-ს მოსწონს
ავტორი:ინფანტა
ინფანტა
802
  
2020, 22 მაისი, 9:48
ვუდუს მაგიას იყენებენ შავი მაგიის დროს ან როცა უნდათ რო ადამიანს რამე დაუშაონ ჯადო გაუკეთონ
2012, 6 აგვისტო, 14:44
აჰა..დავიმახსოვრებ ამას..: )) დიდად ვერ ვერკვევი ამ ყველაფერში ასე რომ..:
2012, 6 აგვისტო, 14:43
სატანურია იმ შემთხვევაში თუ სატანას ეთაყვანებიან სხვა შემთხვევაში ასეთ რიტუალებს ოკულტური ეწოდება
2012, 6 აგვისტო, 14:39
არამგონია..უბრალოდ მათი რიტუალებია სატანური..რას ეთაყვანებიან არ ვიცი, ალბათ ამ თოჯინებსვე..დიდ ინფორმაციას არც მე ვფლობ, მაინტერესებს, მაგრამ ინტერნეტში ამაზე საინტერესო ვერაფერი მოვიძიე და წავიკითხე..
2012, 6 აგვისტო, 14:22
სატანას ეთაყვანებიან?
2012, 6 აგვისტო, 13:03
თუ მთლიანად წაიკითხე მგონი მიხვდებოდი რომ სატანური მიმდევრობა უფროა..ეს რიტუალები და ვუდუს თოჯინები ერთგვარი მაგიაა, ადამიანურ ენაზე თუ ვიტყვით კი სატანური მიმდევრობა..რა ვიცი, რა ვიცი..ვინ როგორ გაიგებს ალბათ..
2012, 6 აგვისტო, 11:35
ჰმ... ერთი რაღაც ვერ გავიგე სპირიტულ-ამინისტური რელიგიის და კათოლიციზმის სინთეზია თუ სატანური მიმდევრობა?
2012, 6 აგვისტო, 11:20
ეს ვიდეო ვიციიიიი... კარგი სტატიაა....
2012, 5 აგვისტო, 14:16
დიდი მადლობა: ))
2012, 5 აგვისტო, 13:16
ყველაზე მაგარი სტატიაა რაც ამ საიტზე მინახავს, უმაგრესი ვიდეოთი :) +1
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10