საზოგადოება რით სჯობდა 90-იანი წლები დღევანდელობას?! 2012, 9 აგვისტო, 22:52 მთელი დღეა ვემზადები სტატიის დასაწერად და მთელი დღეა ვერ მოვიცალე.. მოოკლედ, დღეს რომ გავიღვიძე, youtube ს ვესტუმრე და ერთ "კლიპს" გადავეყარე.. "დამირეკე ტელეფონო"..იცით? უფროსი თაობის წარმომადგენლებს უფრო ეცოდინება, მაგრამ ვითვალისწინებ ჩემს თაობას და ავტვირთავ ამ ვიდეოს..: )) ჰოდა, რატომ მიიქცია ჩემი ყურადღება ამ ვიდეომ.. მისი კომენტარები წავიკითხე და ძალიანაც დავინტერესდი..ძალიან ბევრი ადამიანი ნატრულობდა ამ დროის დაბრუნებას, არადა მაშინ ხომ შუქი არ იყო?არც გაზი..გაჭირვებაც იყო, მაგრამ ხალხი იმ დროს ნატრულობდა..მაშინ მეტი სიხარული იყოო..დღეში რამდენჯერმე მიდიოდა დენი და ყოველ მოსვლაზე დიდ სიხარულს ვგრძნობდითო..მაშინ ადამიანებიც უფრო სუფთები იყვნენო (ამას ვეთანხმები და შეგიძლიათ გამლანძღოთ, ავიტან).. მოკლედ ამან დამაფიქრა, მე არ მახსოვს ეს წლები, სულ რაღაც 18 წლის ვარ და ბევრს არ შევსწრებივარ, მაგრამ ჩემი მშობლები რომ იხსენებენ, მაშინ მართლა სხვანაირად იყო ყველაფერი..მაშინ ბავშვები ეზოში სხვადასხვა თამაშებს თამაშობდნენ და კომპიუტერს მიჯაჭვულნი არ იყვნენ(ისე მეც ვარ მაგ თაობის წარმომადგენელი)..ახლა? ახლა 2 წლის ბავშვიც კი კომპიუტერულ თამაშებს თამაშობს..სულ გაღიზიანებულები არიან..აღარ აინტერესებთ ფერადი ფანქრები და გაღიმებული მზეები თუ გვირილები.. მგონი ძალიან ბევრს ენატრება ეს წლები..როცა ცხოვრებას ამ ადამიანების საშუალებით იხალისებდნენ..მაშინ ურთიერთობებიც უფრო რეალური იყო..იმ უშუქობას ერთად იტანდნენ, მეზობლობაც სხვანაირი იყო, ნათესაობაც..ყველა ყველას იცნობდა, ახლა კი, დიდი ხნის უნახავ ბიძაშვილს სკაიპში დაეკონტაკტები და მორჩა..ვალის მოხდას დაემსგავსა ყველაფერი..იმ დროში არ მიცხოვრია და ვერაფერს დავწერ ამაზე, მაგრამ..მგონი სჯობდა ის მწარე რეალობა, დღევანდელ სიყალბესა და აშენებულ, განათებულ ქვეყანას..არ ვიცი, არ ვიცი.. 243 5-ს მოსწონს 1-ს არა |
სხვათაშორის მაგ პერიოდში საკმაოდ დიდი შობადობა აღინიშნებოდა.
რეალურად მაგ პერიოდში ხალხმა ურთიერთობა ისწავლა. :D :D :D
არაფერი სატანისტური მოკლედ, იცხოვრე და გიხაროდეს :))