საზოგადოება თოჯინების კუნძული 2012, 6 აგვისტო, 13:33 სანამ სტატიის წერას დავიწყებ კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ თოჯინებით თამაში არასოდეს, მიყვარდა და ქვეცნობიერად მათი მეშინოდა კიდევაც..ახლა ამ ყველაფერზე მეცინება, მაგრამ რაც ამ კუნძულის შესახებ გავიგე და ფოტოებიც ვნახე, მივხვდი, რომ ჩემი შიში მთლად სულელურიც არ ყოფილა..მოკლედ ეს არის კუნძული, რომელიც მეხიკოში მდებარეობს და სავსეა დასახიჩრებული თოჯინებით..ამ კუნძულზე წასვლას თუ გადაწყვეტთ რკინის ნერვები უნდა გქონდეთ, თორემ ჩემნაირს იქ გული გაუსკდება ალბათ..: )) მოკლედ ახლა ის პატარა ლეგენდები, რომლებიც ამ თემასთან დაკავშირებით წავიკითხე ვეეკ.გე ზე.
არსებობს ორი ლეგენდა, იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდნენ ეს თოჯინები კუნძულზე. ერთ-ერთის მიხედვით, კუნძულის ერთად ერთი მცხოვრები ხულიო სანტანა ბარერამ, დაიწყო ჩამოკიდება თოჯინების წინა საუკუნის 50-იან წლებში, იმის იმედით, რომ ეს თოჯინები დააფრთხობდნენ ავ სულებს და დაიცავდა მას.მეორე ლეგენდა გვიამბობს, რომ კუნძულთან შორი ახლოს დაიხრჩო პატარა გოგონა, ხულიომ დაიწყო თოჯინების ჩამოკიდება ხეებზე, იმიტომ რომ გოგონას სულს, რომელიც უგზოუკვლოდ დაეხეტებოდა ამ ადგილებში, თავი მარტოდ არ ეგრძნო. ხულიო ამ თოჯინებს დაახლოებით 50 წლის განმავლობაში კიდებდა, მანამ სანამ 2001 წელს თვითონ არ დაიხრჩო კუნძულის მახლობლად. მისმა ნათესავებმა მემკვიდრეობით მიიღეს ეს კუნძული და ტურისტულ ადგილად აქციეს.დღეს კუნძულზე 1000 ზე მეტი სხვადასვხა სახის თოჯინაა, რომელებიც ან ჩამოკიდებულია ან მიჭედებულია ხეზე. ყველა მათგანა საკმაოდ სასტიკად გამოიყურება : კაბების მაგივრად, ბეწვითა და ხალიჩის ნაგლეჯებით არიან შემოსილნი, შესახედაობითაც ნამდვილად არ მოგეწონებათ..: )) დასასრულს მათ ფოტოებს და ვიდეოს შემოგთავაზებთ და თავად განსაზღვრეთ ღირს იქ წასვლა, თუ არა..
154 5-ს მოსწონს
|