x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
უცხვირო და უთვალო გოგონას ექიმები სახეს აღუდგენენ.

imageჩრდილოეთ კაროლინაში(ა.შ.შ)ექიმებმა ჩაატარეს უნიკალური ოპერაციების სერია, გოგონას უნდა აღუდგინონ სახე, იგი იშვიათი დაავადებით დაიბადა, არ ჰქონდა ცხვირი და თვალები, სხვა მხვრივ ბავშვი ჯანმრთელია"მისი გული და ტვინი ნორმალურია"-ამბობს დედამისი, ბაღის მასწავლებელი სიუზან ჰუპერი.ამჟამად კესიდი ჰუპერი 16 წლისაა, ბოლო 2 კვირაში ექიმებმა მას სამი ოპერაცია გაუკეთეს, ახლა დასკვნითი მესამე უნდა გააკეთონ.წინა ოპერაციების დროს ნიმუში თავის ქალის ძვლიდან იყო აღებული, ქირურგმა დევიდ მათეუსმა გოგონას ცხვირის ადგილას მოამზადა ხვრელი, შემდეგ ჩასვამენ მემბრანას და გადაფარავენ კანით.როგორც კესიდის დედამ აღნიშნა გოგონა თვალის პროტეზს იყენებდა, მაგრამ ზრდასთან ერთან მისი შეცვლა ხშირად უწევდათ, რაც დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, "სადაზღვევო კომპანიამ ერთი ცენტის კი არ დაფარა"-განაცხადა 42 წლის სიუზანმა.გოგონასთვის ყველაზე ძნელი თანატოლებთან ადაპტირება იყო, მიუხედავად იმისა, რომ იგი სპეციალურ სკოლაში დადიოდა, მაინც მუდმივად თანატოლების დაცინვის საგანი იყო.კესიდის ძალიან უყვარს მსუბუქი ათლეტიკა, აგრეთვე ოცნებობს რადიოწამყვანობაზე, ამას წინათ იგი ადგილობრივი რადიოს ეთერშიც გამოვიდა.image

1
188
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
188
  
2013, 29 მარტი, 1:10
საინტერესო სტატიებია და აქტიურობა რო არ არის ტეხავს
0 1 1