გამოვლინდა 2012 წლის ყველაზე სექსუალური ქალის ვინაობა.
2013, 6 მარტი, 0:11
Esquire Magazine-მა გამოაქვეყნა 2012 წლის ყველაზე სექსუალური ქალის ვინაობა. ეს ტიტული ერგო ურკაინული წარმოშობის მსახიობ მილა კუნისს. იგი რამოდენიმე ჩვენთვის ცნობილ ფილმში თამაშობს. მაგალითად: დრამაში "შავი გედი" და კომედიაში "ტედი". ასევე მილა კუნისი პარტნიორობას უწევს ერთ-ერთ ფილმში(Friends with Benefits) ჯასტინ ტიმბერლეიკსაც. მილამ ყველაზე სექსუალური ქალის ტიტული დამსახურებულად მიიღო თავისი გრძელი, შავი თმის, ლამაზი შეფერილობის თვალების და მიმზიდველი და სექსუალური სხეულის ფორმების წყალობით. თავისი გარეგნობის წყალობით "ეგზოტიკურ ხილად" იქცა მთელს დასავლეთში. თუმცა ასეთი ტიტული მხოლოდ გარეგნობის დამსახურება არ არის. იგი ძალიან წარმატებული მსახიობია, რაც მისი მიზანდასახულობის და შრომისმოყვარეობის დამსახურებაც არის.
ასევე მინდა გითხრათ, რომ მან უსიმპატიურესი ashton kutcher-ის გულის დაპყრობაც კი მოახერხა.