საზოგადოება მაღაზიაში დაბრუნებული ხურდით გამდიდრებული ბიჭუნა. 2013, 5 მარტი, 20:11 12 წლის სკოლის მოწაფეს, რობერ ჰანტს(Robert Hunt), მაღაზიაში ხურდა დაუბრუნეს, სახლში მისულმა აღმოაჩინა, რომ მონეტა ოქროსი იყო, ხოლო Lyon & Turnball-ის აუქციონზე წარდგენისას მოზარდის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც აღმოჩნდა, რომ მონეტა ვიქტორიანული ეპოქისაა, გამოშვებულია 1890 წელს და მისი ფასი 200 000 ფუნტი სტერლინგია.სუვენირი ედინბურგის აუქციონზე გაიყიდება 2013 წლის მარტში, მოსწავლე აპირებს, რომ აღებული ფული კომპიუტერულ თამაშებს მოახმაროს.პირველი ოქროს მონეტა-სუვენირი ინგლისში 1604 წელს გამოუშვეს, შემდგომში მონეტების გამოშვება 1817 წლიდან განახლდა.როგორც ექსპერტებმა აღნიშნეს მონეტა შესანიშნავადაა შენახული და იგი დიდ იშვიათობას წარმოადგენს. 290 3-ს მოსწონს
|