შოუბიზნესი Viva! ვინ არის 2012 წლის ყველაზე ლამაზი უკრაინელი(+გამომწვევად ჩაცმული ქართველი წითელ ხალიჩაზე) 2013, 5 მარტი, 11:46 Viva-ეს არის ყოველწლიური დაჯილდოვების ცერემონიალი უკრაინაში, რომელზეც ქვეყნის ყველაზე ლამაზ სელებრითებს ირჩევენ. ნომინანტებს შორის არიან ყველაზე ლამაზი მომღერლები, ტელეწამყვანები და ბომონდური საზოგადოების აქტიური წარმომადგენლები. Viva-ას ცერემონიალზეც ვარსკვლავებმა წითელ ხალიჩაზე გაიარეს და თავს იწონებდნენ თავისი უცნაური თუ გამორჩეული ჩაცმულობით. სილამაზეში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ არა მარტო ქალბატონები, ეს მამაკაცების კონკურსიც არის... მინდა განსაკუთრებით ავღნიშნო ქართული წარმოშობის, უკრაინული შოუბიზნესის წარმომადგენელი იულია ქავთარაძე, რომელიც არ შეუშინდა კიევის სიცივეს, პირდაპირ ქუჩაში "გაშიშვლადა" და წითელ ხალიჩაზე ასე ჩაცმულმა გაიარა იულია ჯგუფ "ნიკიტას" ყოფილი წევრია. იგი თბილისში იმყოფებოდა და კიევში ცერემონიალისთვის ჩავიდა. კონკურსის გამარჯვებულები, ყველაზე ლამაზად აღიარებულები გახდნენ, მომღერლები ანი ლორაკი და ივან დორინი. ანი ლორაკმა თავისი "პლატფორმებით" ყველა გააოცა.წარმოგიდგენთ უკრაინელი და რუსი შოუბიზნესის წარმომადგენლებს Viva!-ს წითელ ხალიჩაზე, რომლებიც კონკურსში იღებდნენ მონაწილეობას. 301 9-ს მოსწონს
|