სიახლეები უნიკალური შემთხვევა:2 წლის ბავშვი შიდსისგან განიკურნა. 2013, 4 მარტი, 19:42 ამერიკის შტატ მისისიპში უნიკალური შემთხვევა დაფიქსირდა, ორწლინახევრის გოგონა სრულიად განიკურნა შიდსისგან.მას შიდსი დაბადებიდან, ავადმყოფი დედისგან გამოჰყვა, გოგონას დაბადებისთანავე დაიწყო მისი მკურნალობა ე.წ. "აგრესიული პრეპარატებით", საუბარია ანტრირეტროვირუსულ წამლებზე, ბავშვი 3-4 პრეპარატს ერთდროულად იღებდა.გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ავადმყოფის ორგანიზმში აივ-ინფექციის კვალიც კი არ დარჩა, იგი სრულიად განიკურნა.მკურნალობის ამ ახალ მეთოდმა თუ გაამართლა, მაშინ ათასობით იმ ბავშვის ბედი შეიცვლება, რომლებიც აივ-ინფექციით არიან დაბადებულები.შეგახსენებთ, რომ ეს გახლავთ მეორე შემთხვევა მედიცინის ისტორიაში, როდესაც ავადმყოფი სრულიად განიკურნა შიდსისგან, პირველი შემთხვევა გერმანიაში დაფიქსირდა 2007 წელს, როდესაც მამაკაცს ზურგის ტვინის ტრანსპლატაციის მეშვეობით სრულიად განიკურნა. 54 4-ს მოსწონს
|