x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გკოცნით ყველას, თქვენი იურისტი, თეა წულუკიანი.

imageროგორც ცნობილია, ამ ბოლო დღეებში აქტიურად განიხილება იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის იურიდილი განათლება არ განათლების საკითხი, ეს მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც გოგა ხაჩიძემ "ფეისბუკის"გვერდზე გამოქვეყნებული მიმართვისას ეჭვი შეიტანა წულუკიანის იურიდიულ განათლებაზე, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ამ პოსტზე მყოფი თანამდებობის პირისთვის უმაღლესი იურიდული განათლება აუცილებელი და კატეგორიული მოთხოვნაა.თეა წულუკიანი ახლახან დაბრუნდა საზღვარგარეთიდან, სადაც მას შეხვედრები ჰქონდა ვაშინგტონში და ბრიუსელში.დაბრუნებისთანავე მან გამოაქვეყნა მიმართვა "ფეისბუკის" გვერდზე:"დღეს დავბრუნდი საქართველოში, მინდა ყველა ჩემს გულშემატკივარს ვუთხრა მადლობა და მოვუწოდო სიმშვიდისაკენ. როგორც ახლა უკვე ნათლად იკვეთება, მომავალი რამდენიმე კვირა თანაარსებობის რთული პერიოდი იქნება. გახშირდება ვერბალური თავდასხმები მთავრობაზე და მის წევრებზე. ჩემი, როგორც მთავრობის ერთ-ერთი წევრის ვალია, საზოგადოებას მივცე სიმშვიდის მაგალითი. ზოგიერთ ბრალდებას პასუხის ღირსად არ ვთვლი. თუმცა, სამშაბათს მექნება ეთერი პირველ არხზე, რომლის დროსაც გაშუქდება ის მნიშნველოვანი და წარმატებული ვიზიტები, რაც ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩავატარე და, თუ ჟურნალისტი ჩემი განათლებითაც დაინტერესდება, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, საზოგადოებას ამომწურავ პასუხს გავცემ.
გკოცნით ყველას, თქვენი იურისტი, თეა წულუკიანი."


0
67
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0