შოუბიზნესი ქეთა თოფურიას სიყვარულის ისტორია, ხელის თხოვნა და მომავალი ქორწილი(+მათი პირადი ფოტოები) 2013, 28 თებერვალი, 21:04 რუსული შოუბიზნესის, აქტიური ქართველი მომღერალი, ქეთა თოფურია და ბიზნესმენი ლევ გეიხმანი ქორწილისთვის ემზადებიან. ქეთას პირადი ცხოვრება ყოველთვის გასაიდუმლოებული ჰქონდა. მისი რომანების შესახებ არასდროს არავის არ სმენია. მისი სიყვარულის ისტორიის შესახებ, მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, როცა მას ცხოვრებაში სერიოზული სიყვარული ეწვია. დიდი ხნის განმავლობაში მათ შესახებ ჭორები დადიოდა. არაერთხელ "დააქორწინეს" მომღერალი ბიზნესმენზე, მაგრამ ქეთამ ახლახანს აღიარა, რომ ლევმა მას ხელი სთხოვა და ისინი აპირებენ დაქორწინებას. ქეთამ ახსნა ისიც, თუ რატომ იყო იგი ჩუმად და რატომ არ რეაგირებდა ჭორებზე მისი გათხოვების შესახებ: "-მე ვფიქრობ, რომ ჩემი პირადი ცხოვრება ხალხს არ ეხება... საქართველოში როგორც ამბობენ, ნამდვილ სიყვარულს მალვა უნდა... ხოდა ჩვენც ბოლომდე ვცდილობდით დაგვემალა ჩვენი გრძნობები... ხოლო როდესაც მეკითხებოდნენ, ვინ იყო ის, მე უბრალოდ არ ვპასუხობდი." წყვილმა ერთმანეთი საერთო მეგობრების წრეში გაიცნო, მაგრამ შეხვედრები ერთი წლის შემდეგ დაიწყეს. ლევანმა აღიარა, რომ ქეთა პირველად დაინახა თუ არა გაგიჟდა მასზე. "-მას შემდეგ ეს სიგიჟე მის მიმართ კიდევ უფრო მეზრდება. ქეთა ძალიან არალეალური და ძალიან ლამაზი იყო!"-აღიარა ლევანმა ჟურნალ ОК!-ის ჟურნალისტთან. დეკემბრის დასაწყისში ლევანმა ხელი სთხოვა ქეთას, მაგრამ ქეთამ ხელის თხოვნის დეტალებზე არ ისაუბრა: "ყველა გოგონას წარმოდგენილი აქვს თუ როგორ სთხოვენ მას ხელს, როგორი იქნება მისი ქორწილი და საქორწილო კაბა...მაგრამ ის რაც ლევმა გააკეთა, მე თავში არასოდეს მომივიდოდა... სამწუხაროა რომ არ შემიძლია მოგიყვეთ თუ როგორ მთხოვა ხელი...ეს პრესისთვის არაა... ჩვენ დიდიხანია ვდაობთ იმაზე, თუ როგორი იქნება ჩვენი ქორწილი, დიდი წვეულება მოვაწყოთ თუ არა. მაგრამ საბოლოოდ მაინც იქითკენ ვიხრებით, რომ ვიწრო წრეში გადავიხადოთ ქორწილი. მასშტაბური ქორწილი სამუშაოს გავს: ყველა ერთობა შენს გარდა! არ მინდა რომ ჩემს ქორწილში დავიღალო, მინდა რომ ეს დასამახსოვრებელი დღე იყოს ჩემთვის!" 847 6-ს მოსწონს
|