x
image
თამარი555
დაკარგული ოფიცერი
1977 წლის 8 დეკემბერს, კამჩატკაზე, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტში, დაიკარგა ოფიცერი ქვეყნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. იგი მანამდე თავის პოსტზე იდგა. სიტუაცია გართულდა იმითაც რომ დაიკარგა სატაბელო იარაღი, რომელიც აუცილებლად უნდა ჩაბარებულიყო მისი მორიგეობის შემდეგ.

ცხელ კვალზე იქნა ჩატარებული ძიება, რომელმაც აჩვენა, რომ ბოლოს ის ნახა მესამე რანგის კაპიტანმა ორი საათით ადრე, ვიდრე დაამთავრებდა თავის სამუშაოს. მან იგი დაინახა ბაზის გასწვრივ და ამის შემდეგ აღარავის image


უნახავს.


ორი თვის შემდგომ, კამჩატკის მთიან რეგიონში მონადირეებმა ნახეს მამაკაცის ნეშთი მესამე რანგის კაპიტნის ფორმაში. მის სხეულს აღარ გააჩნდა რბილი ქსოვილი საერთოდ. დარჩენილ ძვლებზე მას ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. მის ფორმის ტანსაცმელსაც რაიმე დაზიანების კვალი არ ჰქონდა, მაგრამ გამოიყურებოდა ძალიან დაძველებულად. ფორმის ჯიბეში ნახეს იმ დაკარგული ოფიცრის საბუთები, მაგრამ ძალიან დაზიანებული. ნანახი წაიღეს გამოსაკვლევად სამხედრო-სამკურნალო დაწესებულებაში. სადაც დაასკვნეს რომ ეს გვამი ეკუთვნოდა 30 წლის მამაკაცს, რომელიც გარდაიცვალა 160 წლის წინ. გაუკეთეს გენეტიკური ანალიზიც და გამოიკვეთა, რომ გვამი ეკუთვნოდა დაკარგულ ოფიცერს. რადიოკარბონალურმა ექსპერტიზამ კვლავ დაადასტურა რომ იგი გარდაიცვალა 160 წლის წინ.



ერთადერთი ახსნა ასეთი იყო ამ მოვლენის. 1996 წელს კამჩატკაზე დაიწყო ხანგრძლივი პერიოდი გეომაგნიტური აქტივობის. შესაძლებელია ამით აიხსნება დროისა და სივრცის ანომალია, რომელშიც მოხვდა დაკარგული ოფიცერი. ამ კითხვაზე მეცნიერებს ჯერ პასუხი არ გააჩნიათ.

0
328
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თამარი555
თამარი555
328
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0