საქართველო
გოგა ხაჩიძე- ,,მე, თქვენ არანორმალური ხომ არ გგონივართ?!"
2013, 22 თებერვალი, 15:47
გთავაზოთ გოგა ხაჩიძის “საინტერესო" და პატრიოტული გრძნობებით აღსავსე მიმართვას თავისი “მეგობრები"-ს მიმართ ; “ ჩემო ვირთხებად ქცეულო "მეგობრებო"!
მე, თქვენ არანორმალური ხომ არ გგონივართ?!
ან ხომ არ ფიქრობთ, რომ "ნაციონალობა" აკვიატებული იდეა მაქვს და სხვა რამეზე ფიქრს ვეღარ ვახერხებ...
სხვათა შორის, ბიზნესი არა, მაგრამ კრედიტები და ვალები მეც მაქვს...
ნათესავები და მეგობრები მეც მყავს...
მშვიდი და წყნარი ცხოვრება კიდევ ყველას უყვარს...
რაც მთავარია, თქვენ ხომ "გადარჩით", რაღაცა ხომ "გადაარჩინეთ"...
თუმცა, თქვენ არც კი დაგესიზმრებათ ის განუზომელი მორალური ჰონორარი, რომელსაც მე მივიღებ, როდესაც ეს ყველაფერი დამთავრდება და მივხვდები, რომ იმას ვაკეთებდი რისაც მჯეროდა და პრინციპებს არ ვუღალატე.
ძალიან სასაცილოდ და საცოდავად გამოიყურებით."
ძალიან სასაცილოდ და საცოდავად გამოიყურებით."
როდის ჩაიხედე გოგა ბოლოს სარკეში ან შენს სულში და გულში?