x
image
t.x.
ალფრედ ჰიჩკოკის საშინელებათა ფილმი ამერიკულ ქალაქში სინამდვილეში ასრულდა
imageსინამდვილედ იქცა ალფრედ ჰოჩკოკის საშინელებათა ფილმი ამერიკის ქალაქ ჰოპკინსვილისთვის, კენტუკის შტატი. ეს პატარა ქალაქი გახდა ადგილი, სადაც ნამდვილად განხორციელდა ჰიჩკოკის ფილმი "ჩიტები".image

მილიონობით ფრთოსანმა დაფარა ქალაქი, რომლებმაც სერიოზული საფრთხე შეუქმნეს შინაური ცხოველების სიცოცხლეს და ადამიანების ჯანმრთელობას, იუწყება "Reuters".

ქალაქში "ემიგრირებულ" ფრინველებს შორის არიან შავი შაშვები და შოშიები. ქალაქი მთლად გადათეთრდა, ოღონდ არა თოვლისგან, არამედ ჩიტების სკორესაგან - აღნიშნავენ თვითმხილველები. გარდა ამისა, ჰოპკინსვილში მოკალათებული ჩიტები ძალიან აშინებენ ძაღლებს და სხვა შინაურ ცხოველებს. image

ვეტერინარები აფრთხილებენ, რომ ეს ფრთოსანი "ყაჩაღები" შეიძლება გახდნენ სერიოზული ინფექციის შემომტანები. ეს ინფექცია შეიძლება ფრინველების სკორეში აღმოჩნდეს და ძაღლების სიკვდილის მიზეზად იქცეს, მათი პატრონები კი სერიოზულად დაავადდნენ.


ჰოპკინსვილში, სადაც 30 ათას ადამიანზე მეტი ცხოვრობს, ჯერ ვერ შეძლეს თავიდან მოეშორებინათ მოძალადე ფრინველები.image მოსახლეობა ცდილობს შეაშინოს ისინი ფეიერვერკებით და პნევმატური იარაღით, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ამან ვერავითარი სერიოზული შედეგი ვერ გამოიღო.image

ჰოპკინსვილში ჩიტების მასობრივი მიგრაციის შესახებ, ვერაფერს ამბობენ. ზოგიერთი მონაცემებით, ჩიტები ამ ქალაქში თბილი ამინდის გამო ჩაფრინდნენ, სადაც ამ ზამთარს აქ ტემპერატურა ნულს ქვემოთ არ ჩამოსულა.

0
172
2-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
172
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0