საზოგადოება facebook-ზე ყოფნა საზიანოა. დროა გამოცოცხლდე 2013, 19 თებერვალი, 14:44 პირველ რიგში დავიწყებ იმით რომ facebook-ზე ყოფნაში იგულისხმება ხალხი, რომელიც ცხოვრების დიდ ნაწილს ინტერნეტში ატარებს. თავისი ცხოვრება ვერ წარმოუდგენია ფეისბუქის გარეშე და ხშირად ამბობს, რომ ფეისბუქი რომ არ ყოფილიყო რა უნდა ეკეთებინა?. ამერიკის უნივერსიტეტის იუტა ველის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ სოციალურ ქსელებზე განთავსებული მხიარული სურათები ადამიანებს განწყობას უფუჭებს და ანაღვლიანებს. ასეთი მოულოდნელი დასკვნა გააკეთეს თავის ანგარიშში მეცნიერთა ჯგუფმა ნიკოლას ეჯას ხელმძღვანელობით, რომლებმაც ათასი სტუდენტი გამოკითხეს საიტზე ყოფნისას და მათი მეგობრების სურათების დათვალიერებისას. აღმოჩნდა, რომ facebook-ის ყველაზე აქტიური მომხმარებლები ხშირად დარდობენ, რადგან მათი ნაცნობების ცხოვრება უფრო საინტერესოა, ვიდრე მათი. მეცნიერების დასკვნას შეიძლება ბევრი არც დაეთანხმოს, რაღაც მომენტში არც მე ვეთანხმები, რადგან როცა მეგობრების ფოტოებს ნახულობ თუ როგორ ატარებენ კარგად დროს, პირიქით არ დანაღვლიანდები და მოწყდები ფეისბუქს და გაეშურები გარეთ ნამდვილ სამყაროში კარგი დროის გასატარებლად. მეცნიერების განცხადებით ფეისბუქზე გატარებული 8-10 საათი ადამიანს ხდის აგრესიულს, რადგან ფეისბუქზეც ხშირად ვერაფერს აკეთებს ადამიანი მაგრამ არ გამოდის მაინც. ფეისბუქი იწვევს ადამიანის რეალური საზოგადოებიდან მოწყვეტას და ხშირად მუდამ ონლაინში საუბარი იწვევს კომპლექსებს და შემდეგ ასეთ ადამიანს უჭირს უცხო საზოგადოებაში საუბარი და თუნდაც სამსახურის დაწყება. დროა შეეშვათ მთელი დღე უაზროდ ფეისბუქზე ყოფნას და შეუერთდეთ რეალურ სამყაროს. რეალურ სამყაროში ცხოვრება ბევრად უკეთესია. სტატისტიკოსები ამტკიცებენ, რომ ადამიანები რომლებიც ცხოვრობენ რეალურ სამყაროში ისინი ფეისბუქზე 30 წუთზე მეტი არ ჩერდებიან. 868 12-ს მოსწონს 2-ს არა
|