საზოგადოება სოფო ნიჟარაძეს პრეზიდენტმა თაიგული მიართვა. 2013, 19 თებერვალი, 9:25 6 თებერვალს სოფო ნიჟარაძე 27 წლის გახდა.მომღერალმა უამრავი მილოცვა მიიღო ახლობლებისგან თუ თაყვანისცემლებისგან, თუმცა ერთ-ერთი საჩუქარი განსაკუთრებული აღმოჩნდა იუბილარისთვის.როგორც ამბები.ge იტყობინება მანქანით მიმავალი სოფო და ნინა წკრიალაშვილი პატრულმა გააჩერა, თითქმის 10 წუთი დააყოვნეს, სოფო ანერვიულებულა, გაჩერების მიზეზსაც არ ეუბნებოდნენ, ამ დროს პატრულის მეორე მანქანიდან სოფოს უზარმაზარი ვარდების თაიგული გადასცეს, როგორვ აღმოჩნდა, პირადად პრეზიდენტის საჩუქარი იყო, ფოტო მომღერალმა "ფესიბუკის" გვერდზე დადო და თან დაურთო კომენტარი, რომ ეს მის ცხოვრებაში საუკეთესო სიურპრიზი იყო. 542 5-ს მოსწონს
|