საზოგადოება პრინცესა დაიანას 5 საყვარელი ჰყავდა? 2013, 17 თებერვალი, 17:08 "პრინცესა დაიანას ჩარლზთან თანაცხოვრების პერიოდში და გაყრის შემდეგ 5 საყვარელი ჰყავდა!"-ეს გახლავთ ადვოკატ მუჰამედ ალ ფაიედას სიტყვები, რომელიც ლონდონის სასამართლოზე ისე გაისმა როგორც მეხი მოწმენდილ ცაზე.ადვოკატი დაიანასთან ერთად დაღუპული დოდ ალ ფაიედას მამაა.თუმცა ბრიტანელებმა ამ პროცესს უკვე დაარქვეს "უსაფუძვლო".სენსაციურ საყვარლების სიაში მოხვდნენ ინგლისის რაგბისტთა ნაკრების კაპიტანი უილ კარლინგი, პირადი მცველი ბარი მანაკი, ბრიტანეთის არმიის ოფიცერი ჯეიმს ჰიუტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ჯეიმს ჯილბი და არტ-დილერი ოლივერ ჰოარი.ამ სიიდან მხოლოდ ჰიუტმა აღიარა, რომ პრინცესასთან ჰქონდა ინტიმური კავშირი, რითაც მილიონები იშოვა მას შემდეგ, რაც მათი მიმოწერა გამოაქვეყნა.ბრიტანულმა საზოგადოებამ მანამდეც იცოდა, რომ პრინცი ჩარლზი და "სახალხო პრინცესა" ერთმანეთს ღალატობდნენ, მაგრამ ასეთი დეტალური პიკანტური ამბების გამომზეურების შემდეგ ბევრი მისი თაყვანისმცემელი გაწბილებული დარჩა.მისი ტრაგიკული გარდაცვალებიდან 15 წელი გავიდა, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი ამბავი მის გარშემო ბურუსითაა მოცული. 1161 6-ს მოსწონს
|