ნამცხვრები ჰაეროვანი დესერტი ''ქაფქეიქი'' 2013, 17 თებერვალი, 12:37 ქაფქეიქის ეს რეცეპტი ნაცად რეცეპტებს შორის ყველაზე გემრიელია.
საჭირო მასალა: დარბილებული კარაქი-70გრ არაქისის კრაქი-120გრ შაქარი-120გრ კვერცხი-2ც ფქვილი-120გრ გამაფხვიერებელი-1ჩ/კ უცხიმო რძე-60მლ მომზადების წესი: ფქვილში ავურიოთ გამაფხვიერებელი . ორივე კარაქი შაქართან ერთად მიქსერით მაღალ სიჩქარეზე ათქვიფეთ, სათითაოდ დაუმატეთ კვერცხი. რძე და ფქვილი ხის კოვზით შეურიეთ. ტარტალეტკის ფორმაში ჩააფინეთ მის ზომაზე გამოჭრილი კალკის ფაღალდი .უმჯობესია სპეციალურ ფორმებს თუ შეიძენთ და მიღებულ მასას მასში 2/3-ძე გაანაწილებთ. აცხობთ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 20წუთი.(მაინც ხის ჯოხით შეამოწმეთ, ჩარჭობისას თუ ცომი ამოყვა ე.ი ცხობა არ ეყო) კრემი და მისი მომზადება: კრემ-ყველი-150გრ შაქრის პუდრა-50გრ არაქისის კარაქი-120გრ ცხიმიანი ნაღები-120მლ ჩამოთვლილი ინგრედიენტები ერთმანეთში სათითაოდ მიქსერით შეათქვიფეთ და ნახევარი საათით მაცივარში შედგით.შემდეგ მორთეთ და მიირთვით. სულ ესაა და ეს. 238 2-ს მოსწონს
|