საზოგადოება ტელეკომპანია"იმედმა" ჰომოფობიური განცხადების გამო ბოდიში მოიხადა? 2013, 13 თებერვალი, 12:31 "ტელეიმედის' დილის წამყვანები სალომე გოგიაშვილი და დავით ქაცარავა დათხოვილნი იქნენ სამსახურიდან.მიზეზი 18 იანვრის გადაცემაში ელტონ ჯონის შესახებ გასული სიუჟეტი გახდა, სადაც ირკვეოდა, რომ სუროგატმა დედამ მომღერალს და მის მეუღლეს მეორე შვილი გაუჩინა.ამის შემდეგ წამყვანებმა გააკეთეს კომენტარი:„გულწრფელად მეცოდება ელტონ ჯონის ორივე სუროგატი შვილი...(პირველი კომენტარი) ნამდვილად არ მშურს ელტონ ჯონის სუროგატი შვილის, რომ გაიზრდება და ორი მამა ეყოლება, არ იქნება სახარბიელო მდგომარეობა...“(მეორე კომენტარი)21 იანვარს შედგა ''ეთიკის საბჭოს"სხდომა, რომლებიც დილის წამყვანებს შეხვდნენ, საბჭოს წევრები არიან: ჟურნალისტები შორენა შავერდაშვილი და ზვიად ქორიძე, იურისტი ლია მუხაშავრია, პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი და არხის მფლობელი, კომპანიის დირექტორი, ლიკა პატარკაციშვილი."რა თქმა უნდა, ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს მისი კერძო საქმე და მას უნდა მიეწერებოდეს. როდესაც ისინი ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში სხედან, მათი გამონათქვამი უკვე აღარ არის მათი კერძო გამონათქვამი, მით უფრო, რომ მათ არ გაუკეთებიათ არავითარი მინიშნება, რომ ეს არის მათი პოზიცია, რომელიც განსხვავდება მაუწყებლის კონკრეტული ტელეკომპანიის პოზიციისგან. იმის გამო, რომ ტელეიმედმა გადაწყვიტა, ჰქონდეს მაღალი ეთიკური სტანდარტი, როგორც მაუწყებელს, რა მეთოდებით მიაღწევენ ამას, ეს მათი გადასაწყვეტია“, - აცხადებს ლია მუხაშავრია. აი რას ამბობს რამაზ საყვარელიძე:„ანალოგიურად, ისეთი მოთხოვნა მაინც რომ გაეჟღერებინათ ამ ჟურნალისტებს, რომ, აი, ჩვენ მოვითხოვთ, ელტონ ჯონის თემა საერთოდ ამოღებულ იქნას, რათა საზოგადოება ამით დავიცვათ, ან მოვითხოვთ, რომ ბავშვები არ იზრდებოდნენ ასეთ ადამიანებთან, მაშინ მათზე გავრცელდებოდა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, მაგრამ როდესაც ამ ადამიანებმა მხოლოდ თავისი პოზიცია გამოხატეს, რატომ არის სავალდებულო, რომ ყველას მოსწონდეს ჰომოსექსუალობა?! განა სავალდებულოა, ყველას მოსწონდეს „ნაციონალური მოძრაობა“, ან „ქართული ოცნება“?! ქრისტიანობაც კი ყველას რომ მოსწონდეს არ არის ვალდებული. ბოლოს და ბოლოს, მუსლიმანი ქართველებიც არსებობენ, მაგრამ ჰომოსექსუალობაზე როცა მიდგება საქმე, რატომ უნდა მოსწონდეს ეს ყველას? ეს ხომ გაუგებარი დამოკიდებულებაა?!"ამის გამო რამაზ საყვარელიძეს ჟურნალისტების დათხოვნა არასამართლიანად მიაჩნია, ყველას აქვს თავის აზრი და თუ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციას არ მოსწონს ეს და "ჰომოფობიას" ეძახის, მათ უნდა ახსოვდეთ, რომ "ჰომოფობიის" ფობიაც არაა კარგი და მას "ნაძალადევ" ღირებულებად მიიჩნევს:"საზოგადოებას შეიძლება გაუჩნდეს ჰომოფობიის ფობია და მივიღოთ ნაძალადევი ღირებულებები, როდესაც მარტო იმიტომ, რომ რამე არ დაგვწამონ, ადამიანები იწყებენ პირფერობას. მე მგონი, ამისკენ ხელისკვრა არ უნდა იყოს ამ ჯგუფების ინტერესში“-დასძენს რამაზ საყვარელიძე. დავით ქაცარავა და სალომე გოგიაშვილი უახლოეს მომავალში აპირებენ საგანგებო განცხადების გაკეთებას. 1574 5-ს მოსწონს 1-ს არა
|