პარამეცნიერებები ,,ყინულის დედოფალი" 2013, 10 თებერვალი, 22:31 19 წლის ჯინ ჰილარდი სრულიად ჩვეულებრივი გოგონა იყო, სანამ ერთმა შემთხვევამ თავიდან ბოლომდე არ შეცვალა მისი ცხოვრება და არ გახადა ის ყველაზე უნიკალურ ადამიანად მსოფლიოში. ეს მოხდა მის მშობლიურ ქალაქში ჯინ-ლენგბში, (მინისოტა). მეზობლებმა ერთ დილას ის აღმოაჩინეს ქუჩაში დაწოლილი, 25 გრადუსიან ყინვაში. როდესაც საავადმყოფოში მიიყვანეს, ექიმი შოკში ჩავარდა ნანახით: გოგონას სხეული სრულიად გაყინული იყო. ერთ-ერთმა მედდამ მოგვიანებით აღწერა: “მე თითქოს მაცივარში მქონდა ხელები, როდესაც მას შევეხე." ექიმმა ახსნა რომ ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა და არაფრის გაკეთება არ შეუძლია, ამიტომ საავადმყოფოში შეიკრიბა ყველა მისი ნათესავი და მეგობარი და ლოცვა დაიწყეს. და რაც არ უნდა უჩვეულოდ მოგეჩვენოთ, ამან იმუშავა, და ერთი თვის შემდეგ ჩვენი “ყინულის დედოფალი" სრულიად განიკურნა. მისი სხეულის მოყინვამ არანაირი კვალი არ დატოვა, და კიდურების ამპუტირებაც არ გახდა საჭირო. ექიმებმა ამას სასწაული უწოდეს და რა მოხდა სინამდვილეში? იყო თუ არა ეს ლოცვის შედეგი, მედიცინის სასწაული თუ ახალი საფეხური ადამიანის ევოლუციისა. ცნობილია რომ ზოგიერთი სახეობის ცხოველს უნარი გააჩნია “ანაბიოზის" დაბალი ტემპერატურის პირობებშიც.... ნუთუ ჯინი იყო ის ერთ-ერთი მათგანი?... 234 2-ს მოსწონს
|